ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, ამწეები, თვითმცლელი მანქანები

0
297

დღეს დილიდან სოფელ ქვემო ნატანებში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიიდან, დაახლოებით 10-მდე 100 წლოვანი ხის გადატანის სამუშაოების სამზადისი მიმდინარეობს, მათ შორის არის ცაცხვის ხეებიც.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, ამწეები, თვითმცლელი მანქანები და მიმდინარეობს მასიური თხრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება. რუსთავი 2-სთვის გადამღები ჯგუფისთვის არ წარუდგენიათ ის დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს ხეების გადატანის პროცესი.

აღნიშნული ხეებიც, შეკვეთილში, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ, დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეებისთვის ტოტების მოჭრა გრძელდება. ციხისძირის მონაკვეთზე მოჭრილია ერთი ნაძვიც. სპეციალისტები, რომლებიც ამ სამუშაოებს ახორციელებენ ამბობენ, რომ ხეების მოჭრა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ხდება, რადგან ისინი ხელს უშლიან მრავალწლოვანი გიგანტური ხეების გადატანას აჭარიდან გურიაში.

საპირისპიროს ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ოპოზიცია ყოფილ პრემიერს ხეების გატანის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციით იმუქრებიან.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი