აზერბაიჯანმა სომხეთს დაარტყა – სომხეთის პასუხი (ვიდეო)

0
539

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხების მიერ კონტროლირებულ ხოჯავენდის რაიონის ტერიტორიაზე (მთიანი ყარაბახი) განლაგებული საზენიტო-სარაკეტო სისტემა «ОС» -ი გაანადგურეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებული სარაკეტო სისტემა საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს, რის გამოც მისი განადგურება სისრულეში იქნა მოყვანილი.

სომხეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე სომხების სამხედრო ბაზების დაბომბვის ინფორმაციას.
სომხური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში თავდაცვის სამინისტრო იუწყება სამხედრო ტექნიკის დაზიანების შესახებ,თუმცა აცხადებს, რომ დაბომბვას სომხეთის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
,,ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანული სამხედრო ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და პასუხისმგებლობა შედეგებზე, დაეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას,, აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

Азербайджанские военные уничтожили на линии соприкосновения войск армянский ЗРК «Оса»

Posted by David Zhvania on Monday, May 15, 2017

წყარო: timer.ge     timer.ge

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი