ამერიკის საელჩოს განცხადება – რუსთავი2-ის შენობასთან კარვების გაშლა დაიწყეს

0
437

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის საელჩო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია.

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,” – ნათქვმია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობასთან კარვების გაშლა დაიწყეს. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ისინი რუსთავი 2-ს არ დათმობენ.

სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებმა სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან გადაინაცვლეს.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი