სკანდალი!!! არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იქნეს

0
128

კონგრესმა ტრამპი კუთხეში მიაყენა,  პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე, წინ გველის ახალი მცდელობები, რომლის საბოლოო მიზანი ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება, ასე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დონალდ ტრამპის მიერ იმ კანონპროექტზე ხელმოწერას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

– „აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო კანონის ხელმოწერა რამდენიმე შედეგის მომტანია.

პირველი, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო.

მეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს.

მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უუნარობა გამოაჩინა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება კონგრესს გადასცა.

ეს ძალთა განლაგებას ცვლის აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში.

პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე.

ახალი სასანქციო თემა პირველ რიგში ტრამპისთვის ადგილის მიჩენას ემსახურებოდა.

წინ ახალი მცდელობები იქნება, რომლის საბოლოო მიზანი ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება.

არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იქნეს.

ამავდროულად, ამერიკული ბიზნესის ინტერესები სრულად უგულველყოფილია“, – დაწერა  რუსეთის პრემიერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

წყარო: tb24.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი