არა გაზპრომს! – აქცია მთავრობის კანცელარიასთან ხვალ გაიმართება

0
185

არა გაზპრომს! – პლატფორმა დაიცავი თავისუფლება ხვალ გაზპრომის საწინააღმდეგო აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავს.

აქციის ორგანიზატორი ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილია. მისი თქმით, მთავრობის კანცელაარიასთან ხვალ აქცია-პერფომანსი იგეგმება, ხოლო შემდეგ კი მასშტაბური აქციები შეიძლება გაიმართოს.

თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს 20 წელზე მეტია, გაზპრომთან მოგებიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. მისი თქმით, წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ნატურით ანაზღაურების ფულადით ჩანაცვლებას, რაც ქვეყნისთვის ტრანზიტული მოგების განახევრებას გულისხმობდა.

თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების მიერ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებას აკრიტიკებს და გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედება „არაკომპეტენტურობის, უხერხემლობა, ქვეყნის ინტერესების ფეხებზე დაკიდების“ მაჩვენებელია.

„ენერგოუსაფრთოხება, ენერგომომარაგება ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ ხელშეკრულების შესახებ იმიტომ, რომ პირობები არის გასაიდუმლოებული. ეს არის ყოვლად დაუშვებელი,“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მან კურიერთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსული გაზი საქართველოს „ვერ გადააფრინდება“ და საქართველო ამ შემთხვევაში მოგებიან სიტუაციაში იყო.

„ტენდენცია, თავისთავად, არის ძალიან შემაშფოთებელი და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს და ესეთი სიმწრით მოპოვებული საჩვენებელი ენერგოდამოუკიდებლობა არ ჩაიყაროს წყალში,“ – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი