არ გამიკვირდება, რომ Facebook-იც დახურონ – ნატა ფერაძე

0
340

პარტიზანი მებაღეების დამფუძნებელი, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ თავისუფალი მედია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

ამის შესახებ მან უზენაესი სასამართლოს წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეები რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავენ.

„ბოლო 4 წელია რუსთავი 2 არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რუპორი სამოქალაქო მოძრაობების და ჟურნალისტურ გუნდს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა არა ერთი პრობლემა ჩვენ კი არა, იპოვეს ჟურნალისტებმა,“ – აცხადებს ნატა ფერაძე.

მისი თქმით, პირდაპირ ბმაშია, თუ როგორი გარემო იქნება სქართველოში და ყოველივე ეს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.

„ჩვენ დაგვიხშეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეალური სივრცე, გაუშვეს ლაშა მესხი, რომელიც იყო მოამბეში ერთადერთი საუკეთესო ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა ყველა აქციას და აშუქებდა ობიექტურად. ახლა ასე თუ ისე TV პირველი აშუქებს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოერევიან რუსთავი 2-ს კისერს მოუგრეხენ, TV პირველსაც იგივე ბედი ელის,“ – აცხადებს ნატა ფერაძე.

ის ამბობს, რომ დღეს გამოღვიძებული სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს და მას მედიის სახით პლატფორმა სჭირდება, რადგან აქტიურობისთვის მხოლოდ სოციალური ქსელი საკმარისი არ არის.

„არ გამიკვირდება, რომ Facebook-იც დახურონ,“ – აცხადებს ნატა ფერაძე.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი