არ დატრიალდება კარგი ამბავი – რესტორანში მომხდარი ინციდენტი

0
363

ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ანალიზს უკეთებს ჟურნალისტი – ზაზა სვანაძე და დასკვნა გამოაქვს, რომ ამის გამო, არ დატრიალდება კარგი ამბები.

“არაა გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის სხვა უწყებები სერიოზული დილემის წინაშე დადგნენ დღევანდელი ინციდენტის გამო – თუ ნამდვილად ლევანის ვაჟმა ცემა ნიკა გვარამია, ეს ყმაწვილი უნდა დააკავონ, თუმცა აღნიშნული პროცედურა უხმაუროდ არ ჩაივლის, ერთის მხრივ ყველას გვახსოვს სააკაშვილ-მერაბიშვილის დროს გრეჩიხების ორგანიზებით გამართული აქციები – ერთ-ერთი აქცია კი შსს-სთანაც მოაწყეს ( რატიც იყო იქ ) და ვიცით როგორ შეღებეს წითელი საღებავით პოლიციელები 6 მაისს, ანუ პოლიციასთან შეტაკებების გამოცდილება მათ აქვთ – თან უნდა გავითვალისწინოთ გაჩეჩილაძეების ძალა ივანიშვილის კარზე – ლევანი ბიძინას ერთ-ერთი საყრდენია – თავისი გუნდით და რადიკალური ბრძოლის გამოცდილებით. მეორე მხარეს კი დგას ყველაზე რეიტინგული ქართული არხის ხელმძღვანელი – ნიკა გვარამია, რუსთავი-2 ით და ხელისუფლების მიმართ მუდამ რადიკალური დამოკიდებულებით, ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ნიკა გვარამია ამ ამბავს არ გაატარებს ! შეყრის საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთელ თავისს რესურსს ჩართავს გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ, ფაქტია, არც გრეჩიხები დაიხევენ უკან, და მიაწვებიან ბიძინას თუ მათ შვილს შეეხებიან – არ დატრიალდება კაი ამბები!” _აცხადებს ზაზა სვანაძე.

ცოტნე გამსახურდია გუშინ, ვაკეში, რესტორანში მომხდარ ინციდენტს ფეისბუქით ეხმაურება:

“ახლა არ დავწერ საკუთარ დამოკიდებულებაზე გვარამიას პერსონის ან “გრეჩიხების” მიმართ, არც სამართლებრივ ნიუანსებზე და მასზე, გამართულ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციები როგორ უნდა რეგულირდებოდეს.

პატარა “გრეჩიხოვიჩმა” – ეს იყო პასუხი ჩემი ოჯახის “შეურაცყოფაზეო”.

უბრალოდ მინდა ავუხსნა იმ ორკლასდამთავრებულ “ჩემიდედაშგეფიჩები” მასტებს, რომლებმაც სიტყვა “შეურაცხყოფის” წერა ათწლეულებია, ვერ ისწავლეს, რომლებსაც ცეხავიკურ გარემოში დაბადება ცხოვრებაში ყველაფრის უფლების მიმნიჭებელი ჰგონიათ და “კაცობაზე” და “ქუჩაზე” უყვართ ბევრი ლაპარაკი:

“ოჯახის შეურაცხმყოფელს” ჩამქრალ შუქზე ზურგიდან არ ეპარებიან და ხმის ამოუღებლად, ინკოგნიტოდ არ ტყდებიან ტურასავით.

ეს მაინც, რომ იცოდეთ. თუმცა, ყველას ისეთი “გმირი” ჰყავს, როგორიც/როგორსაც შეეფერება თავად”.

 

წყარო:  euronews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი