“ატლას გლობალი” მგზავრებს მოუწოდებს სტამბოლში ფრენისგან თავი შეკავონ

0
244

თბილისი-სტამბოლის ბოლო რამდენიმე დღის განავლობაში შეჩერებული რეისების გამო ატლას გლობალი განცხადებას ავრცელებს.

ავიაკოპანია მოუწოდებს განსაკუთრებით ონკოლოგიურ პაციენტებს, თავი შეიკავონ ან რამდენიმე დღით გადადონ ფრენა. ატლას გლობალი ფრენებს სტამბოლის მიმართულებით ამ დრომდე ვერ ახორციელებს. ბოლო რეისი კი ანტალიის მიმართულებით შესრულდა.

სტამბოლის ორივე დიდ აეროპორტში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო 600-ზე მეტი რეისი გადაიდო.

600-ზე მეტი რეისი გადაიდო სტამბოლის ორივე დიდ აეროპორტში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო. 6 ათასამდე მგზავრი ამ დრომდე ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას. ისინი დროებით სასტუმროებში არიან გადანაწილებული.

მოძრაობა შეფერხებულია ბოსფორის სრუტეზეც. უამინდობაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც. დიდთოვლობისა და ყინვის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა პარალიზებულია რუმინეთსა და საბერძნეთში.

რუმინეთში ტემპერატურამ -29 გრადუსს მიაღწია. ცივი ზამთარია იტალიასა და გერმანიაში. კვირის განმავლობაში იტალიის მასშტაბით ყინვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თოვლია გერმანიაში, ბავარიის რეგიონსა და ბერლინში.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი