აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გამო, ნაურუ აშშ-სგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს

0
693

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე “ტვიტერზე” წერს, რომ ნაურუს სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარების გამო, აშშ-მა ფინასური დახმარება შეუწყვიტა.

შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა radionz.co.nz წერს.

“საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, ნაურუ აშშ-ის დახმარებას ვერ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის მიხედვით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია. აქტის მიხედვით, მხარდაჭერა უწყდება ქვეყნებს, რომლებიც ამ ორ რეგიონს აღიარებს და ასევე, მასში საუბარია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ეკრძალებათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას არღვევს.

ნაურუ ინარჩუნებს კავშირს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, თუმცა ტუვალუ და ვანუატუ უკვე უარს ამბობენ ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.

აშშ აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია – ყველა ეს ორგანიზაცია დახმარებას უწევდა ნაურუს.

2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა”,- წერს გამოცემა.

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი