აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა – განლაგდა 24 ახალი საგუშაგო და 11 სამხედრო ბაზა

0
279

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა. დღეს დილიდან გადაადგილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს კი დამატებით 50 კმ-მდე მანძილის გავლა მოუწევთ. სავარაუდოდ უკვე 10 დღეში ამოქმედდება საბაჟო გამშვები პუნქტი – ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც განბაჟებას დაექვემდებარება.

საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მცდელობა რუსეთს რამდენიმეჯერ ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების ტერიტორიაზე აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რუსულმა მხარემ პირველად შეასრულა განკარგულება მთლიანი ოკუპაციის ხაზის ჩაკეტვის შესახებ.

ადგილობრივების განცხადებით, ბოლო 5 წლის განმალობაში საოკუპაციო ხაზის მთელ სიგრძეზე გაიყავნეს მავთულხლართბი, დამონტაჟდა ვიდეოკამერები, განლაგდა 24 ახალი საგუშაგო და 11 სამხედრო ბაზა.

წყარო: geomediatv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი