აფხაზურ ანსამბლს თურქეთში საქართველოს სახელით გამოსვლა შესთავაზეს

0
307

აფხაზური ანსამბლი «შარატინი» ზაფხულში თურქეთში დაგეგმილ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსლან ბებიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ფესტივალის ორგანიზატორებმა აფხაზეთში მიწვევა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში გააგზავნეს.

ერთი თვის შემდეგ მივიღე წერილი, რომელშიც ორგანიზატორები გვიბოდიშებდნენ და გვთავაზობდნენ, ფესტივალში ქართული დროშის ქვეშ მიგვეღო მონაწილეობა. საპასუხო წერილი მაშინვე არ გაგვიგზავნია, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. მინისტრმა საქმეში ყველა ჩართო, ვინც კი შესაძლებელი იყო. აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა სტამბოლის მუნიციპალიტეტს, თურქეთის საგარეო უწყებას მიმართეს, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ“, — აღნიშნა მან.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თურქეთში მიმდინარე წლის 7 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდშია დაგეგმილი.

წყარო: accent.com.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი