აქცია აღმაშენებლის გამზირზე – „ქართველთა მარში“ (ფოტოკოლაჟი)

0
212

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე აქცია სახელწოდებით „ქართველთა მარში“ მიმდინარეობს. აქცია 24-ე სკოლიდან დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. როგორც მათ საზოგადოებრივს განუცხადეს – „ქართველთა მარშის“ მონაწილეები ითხოვენ, ახალი საემიგრაციო კანონის შექმნას, რომლის მიხედვითაც გამკაცრდება საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭების პროცედურა და შესაბამისობაში მოვა ევროპულ კანონმდებლობასთან. მეორე მოთხოვნაა, საქართველოდან არალეგალი კრიმინალების დეპორტაცია განხორციელდეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან. გარდა ამისა, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, გაატაროს სპეციალური ღონისძიებები და აიკრძალოს საეჭვო დაწესებულებები, სადაც ბრეგაძის თქმით, ფიქსირდება ტრეფიკინგი და არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაცია. ამასთან, მარშის მონაწილეები ითხოვენ, აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და დაუშვებელი გახდეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დაფინანსების უცხოეთიდან მიღება.

წყარო: 1tv.ge

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი