აქცია რუსთაველის მოედანზე – ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებას მოითხოვენ

0
186

თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს აქცია მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვდნენ.

აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად გამსახურდიას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. როგორც ცოტნე გამსახურდია ამბობს, საქმის გამოძიების პირობა მან „ქართული ოცნების“ გუნდისგან მიიღო. ,,საქმე გადაკვალიფიცირდა, მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე დაპირება, მისი პრემიერობის დროს მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარეს, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით არაფერი გვაქვს. დრო გადის და ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს” – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

რამდენიმე დღის წინ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

მათი განცხადებით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მასალები პროკურატურას გადაუგზავნა, საგამოძიებო უწყებას კი წელიწადნახევარია მოწმეებიც კი არ დაუკითხავს საფუძვლიანად.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

დღეს 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

წყარო: imedinews.ge

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები აქციებს გამართავენ – პრესკონფერენცია (ვიდეო)

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი