აშშ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და სხვა განვითარებად ქვეყნებს დაფინანსებას უმცირებს

0
217

საქართველოსა და უკრაინას, შესაძლოა, აშშ–ის ფინანსური დახმარება, შესაბამისად, 58% და 70%–ით შეუმცირდეთ. ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის 2018 ფინანსური წლის რეკომენდაციებშია ნათქვამი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.


რეკომენდაციების თანახმად სომხეთს 67%–ით, ხოლო აზერაბიჯანს 90%–ით შეუმცირდება დახმარება.

მიმდინარე წელს სომხეთი დახმარების სახით 20,4 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მომავალ წელს 6,8 მილიონამდე შემცირდება. აზერბაიჯანი აშშ–დან ფინანსური დახმარების სახით მომავალ წელს მხოლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

მანამდე გამოცემა Foreign Policy წერდა, რომ აშშ განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების შემცირებდას გეგმავდა.

წყარო: geworld.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი