ბავშვთა სამყაროს“ აქციები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის

0
397

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტის აქციების ნაწილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

როგორც მაჭვარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მათი აქციების ნაწილი შეისყიდა, ბევრი რამ გაკეთდა და შენობაში სახანძრო უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იყო. 

„სირცხვილია, ადამიანები, ქართველები ვართ და ყველაფერი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდეს – იმ აქციონერს, რომელიც ჩვენს საწარმოში აქციების შეძენის შემდეგ, მუდმივად ცდილობდა საქმე გაკეთებულიყო. 30 წლის განმავლობაში ქვა-ქვაზე არ დადებულა, ამ სამი წლის განმავლობაში კი, შიდა სარემონტო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობდა და სახანძრო უსაფრთხოებაც დაცული იყო“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა. 

მისივე განმარტებით, არსებობს ყველანაირი იურიდიული დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ სამი წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოებში 1,5 მილიონი ლარია დახარჯული.

„ეს ყველაფერი არის დემაგოგიაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.

მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე „კარფურის“ მსგავს სავაჭრო ობიექტის აშენებას გეგმავდა.

 

წყარო:  accent.com.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი