“ბავშვთა სამყაროს” დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა

0
459

“ბავშვთა სამყაროს” დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა, რათა იქ კარფურის ახალი შენობა წამოჭიმოს,-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თბილისში,”ბორჯომის ვაგზლის” მიმდებარე ტერიტორიაზე” გაჩენილ ხანძარს.

იგი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს “ბავშვთა სამყაროს” ადგილზე „კარფურის“ ახალი შენობის „წამოჭიმვა“ სურს. „ქართველი ხალხის ოცნების რა მოგახსენოთ , მაგრამ “ბავშვთა სამყაროს” დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა, რათა იქ კარფურის ახალი შენობა წამოჭიმოს.

ამაზე მახსენდება, როგორ დაუწვა ივანიშვილმა 90-იან წლებში ორჯერ, საკუთარ მეზობლებს ერეკლეს მოედანზე სახლი,რის შედეგადაც ისინი გამოაძევა საკუთარი საცხოვრისიდან და მთელი ტერიტორია დაითრია. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“,-წერს ნათელაშვილი facebook-ში.

შეგახსენებთ, თბილისის “ბორჯომის ვაგზლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “ბავშვთა სამყაროს” შენობა და იქვე მდებარე საწყობები თითქმის მთლიანად დაიწვა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი 13 000 მ2- ზე იყო და “ბავშვთა სამყაროს” შენობა მთლიანად დამწვარია.

 

წყარო: აიპრესი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი