“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ისევ ცეცხლია მოდებული – ოქროს ბირჟის საცავი

0
261

ბავშვთა სამყაროს შენობიდან ამ წუთებში ისევ დიდი რაოდენობით კვამლი გამოდის. მიზეზი თუ რის გამო იმატა დაკვამლიანებამ ჯერჯერობით უცნობია. შენობის შიგნით ცეცხლი კარგად ჩანს გარედანაც.

ადგილზე განაგრძობენ მუშაობას სახანძრო-სამშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა იმის გამო რომ არ სებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე, მასთან მიახლოებას მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანა ახერხებს, რომელიც ამ დომდე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.

ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის ტერიტორია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექპერტებმა უკვე დაათვალიერეს. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. ოქროს ბირჟის საცავი დაზიანებული არ არის.

ამ დროისთვის შენობაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულები საკუთარი საქონლის დაბრუნებას ელოდებიან. ცოტა ხნის წინ მათ შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სწორედ იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები ცდილობდნენ ადგილზე შეკრებილებისთვის აეხსნათ, რომ შენობაში შესვლა მათივე უსაფრთხოების გამო ეკრძალებოდათ, ნაგებობის ფასადის ნაწილი რამდენჯერმე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მცირე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა. ამ ეტაპზე შენობის მიმდებარე ტერიტორიას კვლავ დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია იცავს. ადგილზე რჩებიან დაზარალებულებიც.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი