ბავშთა სამყარო დაიწვა. რა ხდება ამ წუთებში ?

0
295

მოვაჭრეები კედლის დემონტაჟს და იმ სეიფების ჩვენებას ითხოვენ, სადაც ოქრო იყო შენახული. ამ მოთხოვნით ოქროს სამყაროს დაზარალებულები საპატრულო პოლიციას მიმართავენ.

საპატრულო პოლიციას ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების ზომენის მიღების მიზნით, ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

“უსაფრთხოების ზომები გაატარეთ ისე, რომ რაც გადარჩენილი ქონებაა, იქამდე მივიდეთ. ჩამოანგრიეთ კედელი, რაც მერყეობს და მიგვიშვით ადგილამდე,” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდება. მისი თქმით, სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი უნდა მივიდეს და გასცეს პასუხი ხალხს.

მოვაჭრეები კედლის დემონტაჟს და იმ სეიფების ჩვენებას ითხოვენ, სადაც ოქრო ინახებოდა.

„სად არის სახელმწიფო, მოკვდა სახელმწიფო,“- აცხადებენ დაზარალებულები.

ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ.

ნიკა მელიასთან ერთად ადგილზე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი.

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, შეეცდებიან, რომ ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძარი დღის ბოლომდე ლიკვიდირებული იყოს.

„მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე ხანძარი ლიკვიდირებული იყოს,“ – აცხადებს დავით გელაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია დადებს დასკვნას.

„ამ ეტაპზე მივიღეთ მთლიანობაში განადგურებიული ბავშვთა სამყაროს შენობა“ – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

მისი თქმით, შენობაში ოქრო არის დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაში. მისი განცხადებით, 3-4 საათის შემდეგ შენობის კონსტრუქცია გაციებას დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ექსპერტები შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას. ექსპერტების შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყება ქონების გამოტანა.

მერიის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, „დააფიქსირეს, რომ ოქრო სადაც ინახება, დაცულ მდგომარეობაშია“.

ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ 215 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა ამ დრომდე რჩება გარკვეული კერები.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი