ბათუმში აქციის ორგანიზატორის პირველი კომენტარი

0
351

ბათუმში აჭარის პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი პირველ კომენტარს აკეთებს. უფლებადამცველი მერაბ ღოღობერიძე კურიერთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები სწორედ მან დაიწყო საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მერაბ ღოღობერიძე ჯერ არ დაუკითხავთ. ის აცხადებს, რომ მზად არის გასცეს პასუხი ყველა კითხვას.

„ის რაც მოხდა, ეს უკვე მათი დანაშაულია და მე შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად აგრესიულები იყვნენ, საზოგადოება მე თვითონ უკვე იმდენად ვიყავი, მაგრამ მე როგორც უფლებადამცველი, არ შემეძლო ეს გამეკეთებინა, მაგრამ საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი,“ – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს.

„ხელისუფლებას უნდა მოეხდინა დროული რეაგირება. არსებობენ და მჯერა შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ თუ არსებობს ისეთი ფაქტები, რომ დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, როგორც მე, ისე სხვას უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი. მე მზად ვარ გავცე კითხვებზე პასუხი,“ – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციას Facebook გვერდზე აანონსებდა და შემდეგ უკვე, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდგარი აქციის ფოტოებიც განათავსა.

აჭარაში საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 9 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აქტივისმა მერაბ ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა მას ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ან სხვა სახის მტკიცებულება არ აქვს.

მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე რეაგირებას სთხოვდა, მაგრამ მას შშს-დან პასუხი არ მიუღია.

„ის აგრესია რაც ხდებოდა, ის წამოძახილები რაც ხდებოდა, ჩვენ ამას ვდებდით და ვაშუქებდით, რომელიც ვფიქრობ რომ დღესაც შესაბამისად დამატებითი კადრები რომ გვქონდეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავდებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვით, რომ არ შეიძება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს აჭარაში მოქალაქეებს და ამაზე არ რეაგირებდეს ხელისუფლება,“ – განაცხადა მერაბ ღოღობერიძე.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს 50-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 200 და 400-ლარიან ქვითრებს უწერდნენ.

„ამის შემდეგ შელაპარაკებაში გადაჰყავდათ ეს ყველაფერი და არაერთი პირი დააკავეს,“ – აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.

ის გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი