ბათუმში მცხოვრები თურქები თავს იყრიან რაღაც მოთხოვნების დასაყენებლად – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

0
355

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში ჩასული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,რომელიც უნდა შეხვდეს თურქეთის პრემიერ-მინისტრს და საუბარი ბათუმში მცხოვრები თურქების უფლებებზე იქნება. ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი წერს: „ეს წუთია ბათუმიდან მომწერა მეგობარმა…ბათუმშია თურქეთის პრემიერი …აქაური თურქები თავს იყრიან რაღაც მოთხოვნების დასაყენებლად….უფლებებს ითხოვენ“. სხვები აცხადებენ, რომ  თურქეთის პრემიერი უკვე შეხვდა კვირიკაშვილს ერთი-ერთზე. ოფიციალურად ამ შხვედრის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ახლად გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზის დასათვალიერებლად ჩავიდა. სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა და ის 7,5 მილიონ ლარამდე დაჯდა.

მანამდე ცნობილი იყო ისიც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაოფიციალურ ვახშამზე თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს უმასპინძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ბინალი ილდირიმი ბათუმის აეროპორტში მცირე ხნით, ტრანზიტული მიზნით შეჩერდება. ის ართვინში იმყოფებოდა და ბათუმიდან გაფრენას აპირებს – ინფორმაცია დაუზუსტებელია, სრულად იხილეთ წყაროს ინფორმაცია.

წყარო: geotimes.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი