ბინალი აღამ კვირიკაშვილს ყური აუწია

0
413

რისთვის ჩამოვიდა ბათუმში ილდირიმი?

15 მარტს ბათუმს თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვია და ქართველ კოლეგას შეხვდა. სოციალურ ქსელებში ეს ვიზიტი ცალსახად 11 მარტს მომხდარ არეულობას დაუკავშირეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პირებს ამაზე მცირე მინიშნებაც კი არ გაუკეთებიათ. საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი და როგორი პოზიცია შეიძლება დაიკავოს თურქეთმა კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში.

კომენტატორების ყურადღება, უპირველესად, ვიზიტის უცნაურმა (თუ გაურკვეველმა) სტატუსმა მიიპყრო. ორივე მხარის დიპლომატები ქართულ მედიასთან საუბარში უწოდებდნენ მას არა ვიზიტს, არამედ სატრანზიტო შემოსვლას, ვინაიდან ილდირიმი საზღვრისპირა ართვინიდან სტამბოლში ბრუნდებოდა და სატრანზიტო პუნქტად ბათუმის აეროპორტი გამოიყენა. შესაბამისად, საუბარი ეხებოდა მხოლოდ პრემიერმინისტრების ერთობლივ ვახშამს და აზრთა თავისუფალ გაცვლას, მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგის გარეშე.

თუმცა თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ გაცილებით კონკრეტული ფორმულირებები გამოიყენა: “შეხვედრაზე ამომწურავად განიხილება ორმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდება თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებული მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. მოხდება აზრთა გაცვლა რეგიონული ვითარების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბინალი ილდირიმის მონაწილეობა საქართველოს პრემიერის, კვირიკაშვილის, მხრიდან მიცემულ ვახშამზე”, _ ნათქვამია “ტრტ”-ს ქართულენოვან ვებგვერდზე.

თურქეთის პრემიერმინისტრი საქართველოს შედარებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ესტუმრა. ამასთანავე, ის ჩამოვიდა არა თბილისში ან რომელიმე სხვა ქალაქში, არამედ ბათუმში იქ მომხდარი არეულობის შემდეგ. კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი _ საქართველოში მისი შემოსვლის დეკლარირებული მიზანიბათუმის აეროპორტის გამოყენება იყო. როგორც ცნობილია, 2006 წლის მარტში საქართველოში თურქეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, აჰმედ ნეჯეთ სეზერის, ვიზიტის დროს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ, რომელმაც თურქულ ავიაკომპანიებს მიანიჭა უფლება, ის შიდათურქული რეისების ორგანიზებისთვის გამოიყენონ. ამას თბილისში მცირე სკანდალი მოჰყვა _ ოპოზიციის უკმაყოფილების ფონზე პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ მთავრობისგან ხელშეკრულების ტექსტის წარმოდგენა და იმის ახსნა მოითხოვა, თუ რას ნიშნავს ფორმულირება “შიდა რეისები”. სკანდალი მალევე ჩაცხრა, საქართველოს იურისდიქცია ბათუმის აეროპორტში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, თუმცა სატრანზიტო ან, თუ გნებავთ, სიმბოლურ კონტექსტში, ზოგიერთმა კომენტატორმა ამ აეროპორტს შეიძლება “ნაწილობრივ თურქული” უწოდოს და მეზობელი ქვეყნის ერთგვარ პლაცდარმად წარმოაჩინოს. ამგვარად, ილდირიმის ვიზიტის დაკავშირება ბათუმისაეროპორტთან მათ შეიძლება განიხილონ, როგორც ერთგვარიმინიშნება თურქეთის განსაკუთრებულ სტატუსზე აჭარაში _ არაიმდენად უხეში, როგორიც იქნებოდა პირდაპირი აპელირებაყარსის ხელშეკრულების მიმართ, თუმცა მაინც საგრძნობი.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია 13 წლის წინანდელი ეპიზოდი გავიხსენოთ. 2004 წლის 14 მარტს ასლან აბაშიძის ძალებმა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი არ შეუშვეს, ორ ლიდერს შორის დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო და ვითარება აჭარის გარშემო მკვეთრად დაიძაბა. 17 მარტს კი თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში, უნალ ჩევიკოზმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს აჭარაში ჯარების შეყვანის უფლება აქვს. საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია და ამისთვის არც ეცალა იმ დღეებში, როდესაც, ლევან ბერძენიშვილის მოგონებებს თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი სრულიად მანიაკალურმა იდეამ შეიპყრო და მან ბათუმის საჰაერო დაბობვა დააპირა. ირიბი პასუხი თურქებს მაშინ (27 მარტს) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა: “ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიხსენა ყარსის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი რუსეთის მონაწილეობით მოეწერა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, გარკვეულწილად, უფლება გვაქვს, თავი ამ ხელშეკრულების გარანტორებად ჩავთვალოთ, რომელშიც ნათქვამია, რომ აჭარასაქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპიდან ამოვდივართ”. ეს განცხადება, ალბათ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთი არ დაეთანხმება თურქეთის ცალმხრივ მოქმედებას აჭარაში. ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა და სამივე ქვეყნის მდგომარეობასა და ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა.

დღეს ქართული საზოგადოება კვლავ მსჯელობს, რა გავლენაშეიძლება მოახდინოს თურქეთის ჩარევამ აჭარაშიგანვითარებულ პროცესებზე _ აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2004 წლის თურქეთი აშშისერთგული მოკავშირე იყო და ევროინტეგრაცია სწყუროდა. ამგვარად, ვაშინგტონსა და ბრიუსელს გარკვეულ გარემოებებშიმისი შეკავება შეეძლო. დღეს კი პრეზიდენტი ერდოღანიდასავლეთთან კონფრონტაციის გზას დაადგა და ამ ფაქტორმაშეიძლება აღარ იმუშაოს. ამასთანავე, გამორიცხული არაა, კრემლმა განსხავავებული პოზიცია გამოხატოს.

აშკარაა, რომ აჭარაში საქართველოს ხელისუფლებამყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იმოქმედოს _ უმართავი პროცესების დაწყება არ დაუშვას და თურქეთსჩარევის ან თუნდაცთითის დაქნევისსაბაბი არ მისცეს. 2014 წლის 17 სექტემბერს “საქართველო და მსოფლიო” წერდა: “არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ნაციონალები განიხილავენ ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმს შესაძლო რევანშისთვის. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მოქმედი მთავრობა რაც შეიძლება დისკრედიტებული იყოს და ვარშალომიძის მთავრობასთან შედარებით უსუსურად გამოიყურებოდეს. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა შეიძლება აჭარაში რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირება სცადონ. ასეთ სიტუაციაში “ქართული ოცნების” სასიცოცხლო ინტერესებშია, აჭარაში თავისი მხარდამჭერების კონსოლიდირება მოახდინოს და მთავრობა გაათმაგებული ენერგიით აამუშავოს”. გავიდა ორწელიწად-ნახევარი და ჩვენ ვიხილეთ არეულობა ბათუმის ქუჩებში, ნეპოტიზმსა და ელიტარულ კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი) და ღია პროვოკაციაზე გადასული “ნაცმოძრაობა”. ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ვანდალებს, რომლებიც ბათუმს არბევდნენ, ხოლო ნაციონალების კონტროლქვეშ მყოფი მედიასაშუალებები, აგერ უკვე ათი დღეა, პრაქტიკულად დაუფარავად ცდილობენ, გააღვივონ კონფლიქტი აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონების მცხოვრებლებს შორის. ისინი უთმობენ ეთერს აშკარა პროვოკატორებს, რომელთა რეპლიკებს შემდგომ სოციალურ ქსელებში მათი ოპონენტი ულტრანაციონალისტური ჯგუფები ავრცელებენ (ვინ აკონტროლებს მათ, ცალკე საუბრის თემაა, იქ არა მხოლოდ ნაციონალების ინტერესები იკვეთება), რათა ტემპერატურა კიდევ უფრო აწიონ. ეს მთელი ქვეყნის თვალწინ ხდება და ხელისუფლება ამაზე არც რეაგირებს და არც მკაფიო პოზიციას გამოხატავს.

როდესაც ხელისუფლებას მივმართავთ, როგორც წესი, ნეიტრალურ, კორექტულ ფორმულირებას ვირჩევთ, მაგალითად “ბატონებო!” ან “პატივცემულებო!”, თუმცა ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც მიმართვა უნდა დაიწყოს სიტყვით “იდიოტებო!”. უკან დაგვრჩება თქვენი პრიმიტიული თამაშები, ივანიშვილის, სააკაშვილის, კვირიკაშვილის, ღარიბაშვილის, ვარშალომიძის, ხაბაძის, პატარიძის, მღებრიშვილის ინტერესები, თუ ვერ გაიგებთ, რომ მძლავრ უცხო სახელმწიფოებს აჭარამიზანში აქვთ ამოღებული, რომ ისიმპერიებისგზაჯვარედინია”, სადაც ადგილობრივი ელიტაგანსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოქმედებდეს, მაგრამპრობლემა ისაა, რომ ჩვენს ისტებლიშმენტს სახელმწიფოებრივიაზროვნება არ გააჩნია და ძალაუფლების თუერთი ბღუჯადოლარებისგულისთვის ხელს ყველაფერზე მოაწერს.

არის მეორე უკიდურესობა _ მომხდარი არეულობის წარმოჩენა მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილად, მაშინ, როდესაც მის უკან ბევრი რეალური პრობლემა დგას. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან გაღიზიანებულია, აჭარის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი დანაღმულ ველს ჰგავს, თანაც ისეთს, რომელზეც ნაღმების რამდენიმე ფენაა _ ძველის-ძველი, შედარებით ახალი, უახლესი _ ერთის აფეთქება დანარჩენების დეტონაციას გამოიწვევს. მას სჭირდება განაღმვა, მაგრამ ამის ნაცვლად ქართული ელიტა ამ ველზე კუკუ-დამალობანას თამაშობს. რა მოხდება, თუ პროვოკატორებიიმუშავებენ იმაზე, რომ შემდეგი მასშტაბური დაპირისპირებაბათუმში ქართველებსა და თურქებს შორის მოხდეს? რასმოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ერდოღანი?

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მოვლენებმა შეაშფოთა არეულობას გადაჩვეული საქართველო, იქ 11 მარტს არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც დროდადრო სხვა ქვეყნებში არ ხდება და ასეთ ვითარებაში უცხო ქვეყნების ჩარევა თავისთავად შეიცავს პრეტენზიას დომინირებაზე. თუ საქართველოს ხელისუფლებააღიქვამს ილდირიმის ვიზიტს, როგორც უკმაყოფილებისსიგნალს, ის ნეგატიური რეაქციისგან, სავარაუდოდ, თავსშეიკავებს, მეტიც, შეიძლება გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, ერთი მხრივ, მოეწონება ერდოღანს, მაგრამ, მეორემხრივ, ქართულ საზოგადოებაში რამდენადმე შესამჩნევპროტესტს არ გამოიწვევს. ეს შეიძლება გახდეს ერთი ან რამდენიმე სასწავლებლის დახურვა, რომელთა უკან ფეთჰულა გიულენის ინტერესები მოიაზრება, ან რომელიმე ეკონომიკურ პროექტში თურქებისთვის განსაკუთრებული პრეფერენციების მინიჭება. ცხადია, ეს პალიატიური ზომა იქნება, რომელიც არ შეცვლის მთავარს _ თურქეთის გავლენა აჭარაში და მთლიანადსაქართველოში დღესდღეობით არ არის სათანადოდდაბალანსებული სხვა მოთამაშეების მიერ და მას ზრდისტენდენცია ახასიათებს.

თუ ადრე ჩვენ ვესაუბრებოდით სავსებით პროგნოზირებად თურქეთს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში მკაფიოდ განსაზღვრულ ნიშას იკავებდა, ახლა დასავლეთის გადამტერების და რუსეთთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების, აგრეთვე, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, რომელიც მკვეთრად გაზრდის პრეზიდენტის უფლებებს, საქმე ახალ, ძნელად პროგნოზირებად და, სავარაუდოდ, გაცილებით ამბიციურ თურქეთთან გვექნება. სამწუხაროდ, ქართველი ელიტის უდიდეს ნაწილს ამ ცვლილებების მნიშვნელობა არ ესმის.

დიმიტრი მონიავა

წყარო: geworld.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი