ბიძინა, დაგეწვა მილიარდები – ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ, მასზე აწყმოში ვლაპარაკობდი

0
478

– ბიძინა, დაგეწვა მილიარდები!!!!!  ჯაბა ღლონტი ნუგზარ სულაშვილის პოსტს ამ სიტყვებით ეხმაურება, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავ, ახალგაზრდა ქალზე, რომელიც უცხოეთის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს გარდაიცვალა:„რა დავწერო, არც კი ვიცი, ბოღმა მახრჩობს,სადაა ეს “მეცენატი, ყოვლის შემძლე ოლიგარქი”? ესე რამ დაგაკნინათ, ოლიგარქო, რომ ადამიანი გაიმეტეთ,თან თქვენი გვარის. რა სულმდაბალი უნდა იყო, ამდენი ფულის პატრონი, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომლის გადარჩენა შეგეძლოთ, სიკვდილისთვის გაიმეტოთ.თქვენ რა სიკეთე უნდა მოუტანოთ საქართველოს,ან იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხელში ჩაგიგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები. ერთი ხით ნაკლები გადაგერგოთ და ეს ახალგაზრდა გოგონა გადაგერჩინათ!“ – წერს ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ NUGZAR SULA SULASHVILI-მა მანამდე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ, მასზე აწყმოში ვლაპარაკობდი და მომავლისა მჯეროდა…მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენ გყავთ მსოფლიოში ყველაზე ღატაკი მილიარდერი, რომელმაც საკუთარი სისხლით ნათესავის, 26 წლის ნინო ივანიშვლის გადასარჩენად, უამრავი საჯარო მიმართვის, თხოვნისა და მუდარის მიუხედავად , ერთი თეთრიც ვერ გაიმეტა. ნინო დღეს ცოცხალი აღარაა. მან რამდენიმე საათის წინ დატოვა ქვად ქცეული სამყარო, რომელსაც ცრემლიც კი ვერ გამოადინა. ბიძინა, ნინო ღმერთთან წავიდა და მოუყვება ყველაფერს. ნათელში იყოს მისი სული,“ – წერს საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი.

 

წყარო: GURIISMOAMBE.COM

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი