ბიძინა ივანიშვილი პანორამა თბილისის შემდეგ პანორამა ბათუმის აშენებას აპირებს

0
662

მწვანე კონცხის 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია აუქციონზეა გატანილი. აუქციონზე პირობითად, რადგან უკვე ცნობილია ვინ შეიძენს ამ მიწას. ბიძინა ივანიშვილი პანორამა თბილისის შემდეგ პანორამა ბათუმის აშენებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, შავი ზღვის სანაპიროზე სამუშაოები უკვე 4 თვეა აქტიურად მიმდინარეობს. ყოფილი პრემიერის ახალ პროექტზე იგივე კომპანია მუშაობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული ხეები ურეკში, დენდროლოგიურ პარკში გადააქვს.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით საპრივატიზაციო ნუსხაში 13 ათას 640 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები შევიდა. შენობა რომელიც ასევე იყიდება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაა. მთელი ეს ქონება ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ 4 მილიონ 500 ათას ლარად შეაფასა. რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას კვადრატული მეტრი 350 ლარი ღირს. სამინისტროში ამ არარეალურად დაბალ ფასზე ამბობენ, რომ ის დამოუკიდებელი აუდიტის მიერაა დადგენილი.

აუქციონი 4 თებერვალს უნდა დასრულდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ტიპის ნაგებობის აშენება იგეგმება მწვანე კონცხზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას უკვე ბათუმის პანორამას უწოდებს.

 

წყარო: rustavi2.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი