ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფი გაიზრდება ?

0
188

ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფი შესაძლოა, გაიზარდოს. წყალომამარაგების კომპანიებს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადები შეაქვთ და ტარიფების გადახედვას ითხოვენ. ეს ეტაპი უკვე გაიარეს გაზგამანაწილებლებმა, რომლებიც ტარიფის მომატებას ითხოვენ. 

სამ გაზგამანაწილებელ კომპანიას, ყაზტრანსგაზს, სოკაარ გაზ ჯორჯიასა დასაქორგაზს, სემეკში განაცხადი უკვე შეტანილი აქვთ. 

„ამჟამად კომპანია მასშტაბურ სამუშოებს ახორციელებს აქტივების დათვლასთან და შეფასებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სატარიფო განაცხადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აქტივების დათვლა და შეფასება, რომლის შემდგომაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს ყველაფერი შევიტანოთ სემეკში და მივმართოთ სემეკს, რომ სატარიფო პოლიტიკას გადახედოს,“ – განაცხადასაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ზაზა სიხარულიძემ.

კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის დირექტორი ოპერაციული მართვის დარგში, მამუკა კიკალიშვილი აცხადებს, რომ ტარიფი ადეკვატური უნდა იყოს.

რამდენით გაიზრდება ბუნებრივი აირის ფასი – ამ საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უკვე 2 კვირაში მოუწევს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას საჯარო სხდომებზე მიიღებენ. მისი თქმით, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ენერგეტიკოსები კი, გაზის ტარიფის მომატებას პროგნოზირებენ. ისინი ტარიფის შესაძლო ცვლილებას ლარის დევალვაციას უკავშირებენ.

„გაზის ტარიფი აუცილებლად მოიმატებს. პირველი ძირითადი მიზეზი გახლავთ ლარისა და დოლარის ურთიერთქმედება. ბოლო 10 წლის განმავლობაში სერიოზული ინვესტიციები იქნა ჩადებული ენერგოკომპანიების მიერ გაზის წარმოებაში, ამ ინვესტიციებსაც სჭირდება ამოღება. სემეკის ვაჟკაცობა იქნება იმაზე, რომ მან ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, ისეთი ტარიფი უნდა შეარჩიოს, რომ ამან შესაძლებლობა მისცეს წარმოებას, იმუშაოს და არ გაკოტრდეს,“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ ტარიფების დაწევის შესახებ დაპირებების გაცემისგან.

წყარო: rustavi2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი