გაზპრომთან ხელშეკრულება რატომ არ საჯაროვდება

0
282

მმართველ გუნდის წარმომადგენლების განცხადებით გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები 3 კვირაში დასრულდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას რუსული მხარის თანხმობა სჭირდება.

ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს, რომ გაზპრომთან გაფორმებული შეთანხმება ქართული მხარისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს პარლამენტში ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნასაც სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა კომერციულ საიდუმლოებას ფართო საზოგადოებას ვერ აცნობს.

ქართულ-რუსული ხელშეკრულების პირობების საჯარო და საპარლამენტო ფორმატში განხილვას ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის დეპუტატები და მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ენერგეტიკის სამინისტროდან გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე უპასუხეს, რომ უწყებას ეს დოკუმენტები არ აქვს. იგივე პასუხი მიიღეს ოფიციალურ წერილზე ენერგეტიკის სამინისტროსგან დღეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმაც.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის მიმართვის შემთხვევაშიც, დაინტერესებული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურ დოკუმენტაციას ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა საჯაროობის ნებართვას რუსული მხარისგან არ მიიღებენ.

წყარო: rustavi2.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი