გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა

0
278

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, “გ” და “დ” პუნქტები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ან პირის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერი რესურსცენტრის მიერ განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“ – რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მე–12 კლასის მოსწავლე, რომელმაც მე–10 და მე–12 კლასების სასწავლო პროგრამა დაძლია/გაიარა ამ სკოლაში, მაგრამ ჩაჭრილია გამოსაშვები გამოცდის რომელიმე საგანში, შეუძლია მომდევნო წელს მიაკითხოს ნებისმიერ საგანმანათლებლო რესურსცენტრს და შეარჩიოს ამ რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სკოლა, სადაც დარეგისტრირდება და ჩააბარებს დარჩენილ საგანში საატესტატო გამოცდას.

დ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს“ – აქ იგულისხმება ლიკვიდირებული საჯარო და კერძო სკოლები. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მე–12 კლასის მოსწავლე, რომელმაც მე–10 და მე–12 კლასების სასწავლო პროგრამა დაძლია/გაიარა ამ სკოლაში, მაგრამ ჩაჭრილია გამოსაშვები გამოცდის რომელიმე საგანში, შეუძლია მომდევნო წელს მიაკითხოს ნებისმიერ საგანმანათლებლო რესურსცენტრს და შეარჩიოს ამ რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სკოლა, სადაც დარეგისტრირდება და ჩააბარებს დარჩენილ საგანში საატესტატო გამოცდას.

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ის ძალაშია 21 აპრილიდან.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები

წყარო: edu.aris.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი