გაძვირდება თუ არა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი?

0
180

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებითსაქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ გაძვირდება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ავტოსადგურებისმეპატრონეები. ისინი პირობას ყოველ წელს იძლევიან, მაგრამ უშუალოდ დღესასწაულების წინ რეგიონებშიწამსვლელები ბილეთში მაინც მაღალ ფასს იხდიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სატრანსპორტოსფეროში კონკურენცია მკვეთრად გაიზარდა.

ავტოსადგურების მფლობელთა უმეტესობასააღდგომოდ მგზავრობის გაძვირებას გამორიცხავს. ამის მიზეზად კი მაღალ კონკურენციას ასახელებენ. მიუხედავად საწვავის ფასის მკვეთრი ცვლილებისა, ყველა ცდილობს, მგზავრები არ დააფრთხოს. დიდუბის ავტოსადგურის მეპატრონე ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ კონკურენცია იმდენად მაღალია, ტარიფის ზრდა ამ შემთხვევაში შეცდომადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

„დიდუბის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსი იყრის თავს. მგზავრიიმას აირჩევს, რომელიც იაფი ღირს, შესაბამისად, ვერც სააღდგომო პერიოდი მაიძულებს გაძვირებას, რადგან ასე კლიენტებს დავკარგავ. ზოგადად წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ცვლილება არცმომხდარა. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მაგალითად, მკვეთრად არ მოიმატა საწვავის ფასმა, დღევანდელი მდგომარეობა შენარჩუნდება“, – განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირების შემდეგ მოთხოვნამ ცოტათი მოიმატა კიდეც, რადგან ვისაც სახლში მანქანა ჰყავს, არ უღირს დიდი ფულის დახარჯვა გზაში და საქალაქთაშორისოტრანსპორტს იყენებს გადასაადგილებლად. ამ ყველაფერს ემატება მაღალი კონკურენციაც. რომელიავტოსადგურიც უფრო დაბალ ტარიფს შესთავაზებს მომხმარებელს, სწორედ იმ კომპანიას ეყოლებამეტი მგზავრი.

სხვათა შორის, კონკურენციას ამძაფრებს რეგიონებისკენ მოძრავი პატარა მანქანები, ე.წ. მინივენები, რომელთაც საკმაოდ ჰყავს მომხმარებელი. ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება ავტოსაგურებსა დაიქ მომუშავე მძღოლებზე. ისინი კლიენტებს იზიდავენ და „სადგურამდე არ უშვებენ“.

ალიკა ქუფარაშვილი ავტოსაგურ “ტრანსქველის” მეპატრონეა. იგი ამბობს, რომ იყო დრო, როდესაცდღესასწაულებზე ფასები იზრდებოდა, მაგრამ წელს აღარ მოხდება, რადგან ხალხს ისედაც უჭირს დასატრანსპორტო სფეროში კონკურენციაც ძალიან მაღალია.

„სხვა ავტოსადგურებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი “ბავშვთა სამყაროს” წინ დგანან პატარა მანქანები, რომლებიც ზუსტად იმავე მიმართულებით დადიან, როგორც ჩვენ. გვართმევენ კლიენტებს, რადგან ფასი იდენტური აქვთ. ეს ძალიან ცუდია. მე ვარკომპანიის მეპატრონე, რომელიც იხდის ყველანაირ გადასახადს. თუ მე 10 ლარს ვაწესებ ტარიფს, მასაც 10 ლარი არ უნდა ჰქონდეს ან უნდა იხდიდეს ისიც გადასახადს. ფასის გაზრდაზე საუბარიუაზრობაა, დაკლების საშუალება რომ იყოს, პირიქით, დავაკლებდით. არც მომავალში იგეგმებაცვლილება, უბრალოდ, არ გამოდის ასე“, – განაცხადა „ტრანსქველის” მეპატრონემ.

როგორც მძღოლებისა და ავტოსადგურების მეპატრონეების საუბრიდან გაირკვა, მთავარი ფაქტორიფასების შენარჩუნებისა კონკურენციაა. მძღოლების უმრავლესობა ამ ყველაფერს არ ეთანხმება, თუმცა სხვა გამოსავალი რეალურად არც არის და კომპანიები, რომლებიც ტარიფს გაზრდიან, კლიენტების გარეშე დარჩებიან.

ბადრი რობაქიძე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს ავტობუსის მძღოლად. იგი “რეზონანსთან” ადასტურებს, რომ ბილეთები ცოტათი მაინც გაძვირდება. წინასააღდგომო პერიოდში ამ ფაქტსყოველთვის უარყოფენ ავტოსადგურების მეპატრონეები, თუმცა უშუალოდ დღესასწაულზე 2 ლარითმაინც იმატებს ტარიფი.

„ყოველთვის ასე იყო, იზრდებოდა ახალ წელს და აღდგომას ორი ლარით მაინც. რთულია, ოჯახსმოწყდე და მთელი დღე გზაზე იყო გამოკიდებული, უნდა გიღირდეს და თუნდაც ცოტათი მეტი მოგებაგრჩებოდეს. სხვაგვარად, უბრალოდ, არ გამოდის. ხალხისაც მესმის, ყველას გვაქვს ოჯახი, მაგრამრას ვიზამთ, მძღოლებსაც სჭირდებათ ასეთ დროს ოჯახში ყოფნა და თუ ვმუშაობთ, უნდა გვიღირდეს“, – აღნიშნა  ბადრი რობაქიძემ.

შარშანდელ წინასააღდგომო პერიოდთან შედარებით, წელს რეგიონების მიმართულებით მოძრავიავტომობილების რაოდენობა ნაკლებია. მგზავრთა დიდი უმრავლესობა შორ მანძილზე მგზავრობასმაღალი ხარჯის გამო ერიდება. საწვავის ფასი მოქალაქეებს საკუთარი მანქანებით მგზავრობისფუფუნების საშუალებას ჯერაც არ აძლევს. შესაბამისად, მგზავრთა რაოდენობა სადღესასწაულოდღეებში მკვეთრად მოიმატებს. ამიტომ მძღოლები ფიქრობენ, რომ მინიმუმ 2-3 ლარით უნდაგაძვირდეს ტარიფი, რომ ღირდეს განუწყვეტლივ რეისების შესრულება.

მანუჩარ უგრეხელიძე თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობს და ამტკიცებს, რომდღესასწაულების პერიოდში აუცილებელიც კი არის ტარიფის ზრდა:

“ყველა ოჯახისთვის დღესასწაულია და ამ დროს მე მთელ დღეს მუშაობაში ვატარებ. იმის ღირსი არვარ, რომ თუნდაც 2 ლარით მეტი მოგება დამრჩეს? კლიენტისთვისაც არ იქნება პრობლემა, რადგანსადღესასწაულო მომსახურებაა და 2 ლარის დამატება არაფერს წყვეტს მათთვის“, – აღნიშნა მანუჩარუგრეხელიძემ.

წყარო: geotimes.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი