გიგი თევზაძე: აფხაზეთიც დაბრუნდება, ცხინვალიც, ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში, მაგრამ ამაში ქართველი პოლიტიკოსების არანაირი დამსახურება არ იქნება

5
808
პოლიტოლოგი გიგი თევზაძე აშშ  ბიუჯეტში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის  დაფინანსების  გათვალისწინების არსზე საუბრობს.
– რას უნდა ნიშნავდეს აშშ ბიუჯეტში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლებამ ისევე პოსტფაქტუმ გაიგო,როგორც მოსახლეობამ?
– ზუსტად იგივეს, რაც ხდებოდა 80-ის ბოლო 90 წლები დასაწყისში ბალტიის ქვეყნების მიმართ. ზუსტად ასევე გამოდიოდენ კონგრესმენები და მხარს უჭერდნენ ბალტიის ქვეყნებს. მაშინ გლობალური პოლიტიკის ამოცანა იყო ბალტიის ზღვაში შეზღუდულიყო ან სულაც გამქრალიყო რუსების არსებობა. გააკეთეს კიდევაც ეს შესანიშნავად .
ახლა შავი ზღვის ჯერია და ამიტომ ეს ყველა ვარანტში მოხდება. ასევე გამოვლენ თვეში ერთხელ ამერიკელი კონგრესმენები და გამოაცხადებენ რო საქართვველო თავისუფლების ღირსია და მას ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.
ისე რომ :
დაბრუნდება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც,
საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება და
ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში,
.მაგრამ ამაში ქართველი პოლიტიკოსების არანაირი დამსახურება არ იქნება
ქართველი პოლიტიკოსების დამსახურება მხოლოდ ისაა, რაც დღეს ხდება ქვეყნის შიგნით! – წერს გიგი თევზაძე სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტში გაჩნდა ჩანაწერი  რომ ,  „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობარია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ის ორმხრივი თანამშრომლობის და ორი ქვეყნის ინტერესების ერთგული რჩება“,
„შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, რომელიც მოსკოვმა აღიარა“ , – წერია დოკუმენტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 375 ხმით დაამტკიცა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში. აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც გააგრძელებს.
 ამასობაში კი საქართველოს მთავრობა, მინიტრი ლევან იზორია ქართველი ხალხისა და თვით ლა ჰიუს ზურგსუკან ავღანეთში ჩვენს კონტინგენტს ამცირებს.
წყარო: odishinews.ge

5 კომენტარები

  1. სტალინმა და ორჯონიკიძემ 1922 წელს ( ხელი მოუწერეს) აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით ბრესტ-ლიტოვსკის ზავით 1918 წლის 3 მარტს ლენინმა ,ტროცკიმ თურქეთს სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი..
    …..საბოლოო ჯამში 1921 წლიდან საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს..
    ნეოკუმუნისტებმა შევარდნაძემ,სიგუამ,იოსელიანმა,კიტოვანმა…აფხაზეთი და სამაჩაბლო,ლარსის ,თუშეთის ,მამისონის ..მხარე სულ 15-17 ათასი კვ.კმ გადასცეს რუსეთს დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის ,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის და 1992 წლის სექტემბრის მოსკოვის გარიგებით..

  2. აშშ- მ როგორ უნდა გადაყლაპოს ერთი გამაგებინეთ ხალხო. ამას აკეთებს რუსი შოვინისტები უკვე 200-ზე წელზე მეტია! რუსეთმიაქვს ჩვენი ტერიტორიები აქ არარი საუბარი მხოლოდ სოჭზედა ადლერზე არამედ უფრო მეტ ტერიტორიებზე რომლის ნაწილი ცოტა ხნით დაიბრუნა კიდეც საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ხოლო ტაო კლარჯეთი და კიდევ საკმაოდ დიდი ნაწილი ქართული ისტორიული მიწებისა კეთილი ნების ჟესტად გააჩუქა თურქეთზე! ხოლო აზერბაიჯანზე და სომხეთზე (1920-იან წლებში)მოსკოვის მიერ გადაცემულ მიწებზე რამეს ამბობს საერთოდ ვინმე?

  3. “დაბრუნდება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც, საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში” როცა პუტინი აღარ იქნება რუსეთის პრზიდენტი.

  4. აშშ-მ ყველაფერი გააკეთა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველო კი გაწირა 25 წლიანი ნგრევისათვის, მხოლოდ იმიტომ რომ ვერ აიტანა მისი ეროვნული ხელისუფლება და დამოუკიდებლობა, დაატორინა და დააშლევინა რუსებს ქვეყანა და ეხლა ძალაგამოცლილ-გამოფატრულს მისდგება და გადაყლაპავს…

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი