გიორგი გაბედავა: ნიკა გვარამიას და სხვა ნაცებს იქნებ მიებაძათ ამ ბიჭისთვის და ვაჟკაცურად ეთქვათ სიმართლე

0
412

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი გაბედავა ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

„ნიკა გვარამიას და სხვა ნაცებს იქნებ მიებაძათ ამ ბიჭისთვის და ვაჟკაცურად ეთქვათ სიმართლე, ანგელოზებად და დემოკრატიის დამცველებად რომ გვევლინებიან… გიორგი ზერეკიძეს მამა მოუკლეს და 15 წლის ბავშვი ციხეში გაუშვეს დიდი ხნით, ნიკა გვარამია მონაწილეობდა მაშინ ამ საქმეში და კარგად მახსოვს, ბოდიშის მაგივრად რა დღეშიც იყვნენ ნაცები… ახლა შევედი ამ ბიჭთან კომენტარებში და საშინელებებს უწერენ ნაცები, მართლა ნამუსი არ გაქვთ? კაცურად თქვა ბიჭმა მე ვცემეო, არ ვიცოდი მამა რომ ჰყავდა გარდაცვლილიო და პოლიციას ვბარდებიო, და კიდე აგინებთ და ეუზრდელებით ნაცებო? არაფერი არ ეშველება ნაცებს რა… კუზიანს სამარე და ნაცებს პოლიტიკური სანაგვე… ლევან გაჩეჩილაძის შვილი კი ვაჟკაცურად მოიქცა და მე პირადად გვერდში დავუდგები!” – წერს გიორგი გაბედავა.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი