„გრინ-ქარდის“ ფლობის მიუხედავად, აშშ-ში ვეღარ შევლენ

0
421

სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, „გრინ-ქარდის” მფლობელებიც ვეღარ გადალახავენ აშშ-ის საზღვარს იმ 7 ქვეყნიდან, რომლებშიც უმეტესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს.

შეზღუდვის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში მოაწერა ხელი.

მინისტრის წარმომადგენლის ჯილიან კრისტენსენის ინფორმაციით, „განკარგულება უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ქვეყნებიდან „გრინ-ქარდის” მფლობელებს შესვლას”.

მინისტრის წარმომადგენელმა არ დაასახელა ახლო აღმოსავლეთის ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ეს შეზღუდვები შეეხება.

„Fox News” ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნების სავარაუდო სიას აქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ. მათ შორის: ლიბია, სუდანი, იემენი, სომალი, სირია, ერაყი და ირანი.

 

წყარო: qartuliazri.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი