გუდაუთაში “ეს-300”-ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეყვანის საკითხს უშიშროების საბჭო განიხილავს

0
452

ეს-300 ტიპის კომპლექსების გუდაუთაში შეყვანა მომავალ უშიშროების საბჭოზე იქნება განხილული. ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების შეტანას მაშინ, როდესაც ოფიციალური თბილისის მხრიდან საჰაერო საფრთხე არ ემუქრება, უშიშროების საბჭოს მდივანი რამდენიმე საკითხს უკავშირებს.

დავით რაქვიაშვილის განმარტებით, მოსკოვი ასეთი ნაბიჯით საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებას ცდილობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მთავრობაში ნაკლებად სჯერათ, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღების რაოდენობის გაზრდა, თბილისის ევროპისკენ სწრაფვას უკავშირდებოდეს.

დღეს მთავრობის წევრებმა რუსეთს შეახსენეს, რომ სხვადასხვა სახის მძიმე შეიარაღების შეყვანით ის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს რუსეთისგან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორების დაშვება.

მთავრობის წევრების პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. უმცირესობის წევრების განცხადებით, ოფიციალურმა თბილისმა უკრაინის მაგალითი უნდა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოსკოვის ანექსია საერთაშორისო სანქციებით შეაჩეროს.

სანამ ოფიციალურ თბილისში უშიშროების საბჭოსთვის ემზადებიან და დასავლეთის რეაქციებს ელოდებიან, რუსული შეიარაღებით დატვირთული ვაგონები ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო დიდი სიხშირით შემოდიან.

წყარო: rusTavi2.com

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოკლემიმოხილვა:

ეს C-300-ების დიდი უპირატესობაა ამერიკულ “პეტრიოტთან” შედარებით, რომლის რაკეტის გაშვება ხდება დახრილი კუთხიდან. რის გამოც “პერტიოტი” უნდა მოვატრიალოთ სავარაუდო საფრთხის წერტილისკენ და ისე უნდა მოხდეს რაკეტის გასროლა, ეს კი რამდენიმე დაკარგული წამია. ასევე C-300–ების განმასხვავებელი ნიშანი ის არის რომ მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საჰაერო სამიზნისკენ გაუშვას რაკეტები, რაც მანამდე არცერთ საბჭოურ საზენო–სარაკეტო დანადგარს არ შეეძლო (C-75,C-125,C-200). ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი C-300B–ის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა: ტრანსპორტირებადი С-300ПT, თვითმავალი С-300ПС, საექსპორტო С-300ПМУ და ბოლო მოდიფიკაციის С-300ПМУ 2 Фаворит. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთის განკუთვნილი С-300П და მისი მოდიფიკაციები ძირითადად თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. ამ საზენიტო კომპლექსებს 200–300 კმ-ის სიშორეზე შეეძლოთ მფრინავი ობიექტის აღმოჩენა და მისკენ საზენიტო რაკეტის გაშვება. С-300ПT-დან გაშვებული საზენიტო რაკეტა 25 მ-დან 25 კმ-ის სიმაღლეების დიაპაზონსა და 47 კმ- ზე დაშორებით მფრენ თვითმფრინავებს აზიანებდა. უფრო თანამედროვე მოდიფიკაციებს С-300ПМУ 2 Фаворит მეტად დიდი შესაძლებლობები აქვთ, ისინი 10 მეტრიდან 27 კილომეტრის სიმაღლეზე და 150–200 კმ-ის რადიუსში. სახმელეთი ჯარების ჰაერიდან მოსაგერიელებლად შექმნილ C-300В-ს თვითმფრინავეებისა და შვეულმფრენების გარდა ასევე ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც ევალებოდა. ეს საზენიტო კომპლექსი ორი ტიპის–მსუბუქი და მძიმე საზენიტო რაკეტითაა აღჭირვილი. მსუბუქ რაკეტას შეუძლია თვითმფრინავეების, შვეულმფრენებისა და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ჩამოგდება 100 კმ-ის რადიუსში 25 მ-დან 30 კმ-ის სიმაღლეების დიაპაზონში. მძიმე რაკეტას კი სპეციალურად იმ ამერიკული “პერშინგეებისგან” თავდასაცავად შეიქმნა, რომელიც პენტაგონმა 80-იანი წლებში დასავლეთ ევროპაში განათავსა და რომელსაც მოსკოვამდე მისაფრენად 12 წუთიც ყოფნიდა. დღესდღეისობით კი C-300 ტიპისს და სხვადასხვა მოდიფიკაციის საზენიტო- სარაკეტო კომპლექსები რუსეთის ფედერაციის სახმელეთო-საჰაერო ძალების ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი