“დასაქმება პროფესიულ განათლებაში”

0
147

“ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, იმ ბავშვებს ბედნიერი ცხოვრება ელით იმიტომ, რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში უფრო მაღალია”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ “რეალურ სივრცეში” განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სამსახურს მხოლოდ საჯარო სამსახურს ეძახიან, მშობლებს კი არ სურთ თავიანთმა შვილებმა იშრომონ.

“სამსახური ჩვენთან გამგეობაში იურისტის თანამდებობას ეწოდება და ადამიანი რომ შრომობს, რაღაცას აკეთებს არა, ესეთი სამსახური შვილებისთვის არ გვინდა. ოპერატორი არ გვინდა, აი, დირექტორი კარგი იქნებოდა, ან განყოფილების უფროსი. ჩვენ თუ გვექნება 3 მილიონ 700 ათასი განყოფილების უფროსის თანამდებობა, ყველა თუ ვიქნებით იურისტი და ელჩი, მოკლედ ქვეყანა არ ვიქნებით და თუ გვინდა ვინმემ საქმე გააკეთოს, მაშინ პროფესიული განათლება მოდაში უნდა დაბრუნდეს”, – განაცხადა მინისტრმა.
წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი