დაუვიწყარი ადამიანობა – მუსულმან მამაკაცთა ჯგუფი ეკლესიასთან

0
260

ბაქოში, ახალგაზრდა მუსლიმან მამაკაცთა ჯგუფმა ნიჩბები მოიმარჯვა და ფიზულის მოედანთან ახლოს მდებარე ქრისტიანული ტაძრის შესასვლელი თოვლისგან გაწმინდა.

„სანამ ევროპაში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურებს ხატავენ და მეჩეთს თავს ესხმიან, ჩვენ ეკლესიაში წავედით და შესასვლელი თოვლისგან გავწმინდეთ, რომ მლოცველები დაუბრკოლებლად შევიდნენ ტაძარში. თანაც, დღეს წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღეა. ამ დღეს გასულ წელსაც მოვედით ეკლესიასთან და ხალხს ტკბილეული დავურიგეთ. ამჯერად შიგნით არ შეგვიშვეს. როგორც ჩანს, პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო ფრთხილობდნენ”, – განმარტა აქციის მონაწილემ.

 

წყარო: ქართული გაზეთი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი