დედამიწაზე რა უძველესი მომაკვდინებელი ვირუსები იღვიძებს ?

0
288

დედამიწისბის მასობრივ დნობას, ერთ დღესაც შესაძლოა უძველესი ვირუსების გაცოცხლება მოჰყვეს. არქტიკულ წრეში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მომუშავე მეცნიერებმა შენიშნეს რამდენიმე მასიური ვირუსი, რომლებმაც შეიძლება ხელახლა გაიღვიძონ, თუკი გადნება მრავალწლოვანი მზრალობა, რომელსაც ეს ვირუსები საგულდაგულოდ ჰყავს „დაპატიმრებული“.

2015 წელს, მკვლევრებმა ციმბირში აღმოაჩინეს Mollivirus sibericum — 30 000 წლის მონსტრი ვირუსი, რომელმაც ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს წარმატებით დააინფიცირა ამება. დაახლოებით ათი წლით ადრე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი მიმივირუსი — 1200-გენიანი სახეობა, რომელიც ტრადიციულ ვირუსებზე ორჯერ ფართოა; იგი დამარხული იყო რუსეთის ტუნდრის გაყინული ნიადაგის ფენების ქვეშ (შედარებისათვის — აივ ინფექციას მხოლოდ 9 გენი აქვს). ბოლო დროს, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს უზარმაზარი ვირუსები შესაძლოა გათბეს, გაიქცეს და მრავალი ადამიანი დაასნეულოს. მოვლენები თითქოს 1990-იანების საშინელებათა ფილმის სცენარს წააგავს. თუმცა, ჯერ ყველაფერი არც ისე საგანგაშოდაა.

წყარო: brandnews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი