დედამიწა გლობალური კატასტროფის მოლოდინშია

0
491

NASA-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად დედამიწა ყოველწლიურად ამცირებს საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვის სიჩქარეს, რამაც შეიძლება გლობალური კატასტროფები გამოიწვიოს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ბრუნვის შენელების მიუხედავად, ატმოსფერო მის გარშემო აგრძელებს ბრუნვას და მათ შორის ბალანსის დარღვევამ დედამიწაზე შეიძლება დიდი ქარიშხლები წარმოიქმნას. მისი სრული გაჩრების შემთხვევაში ადამიანები, საგნები და წყალი გაჩერებული დედამიწის ზედაპირზე წარმოშობს ერთ დიდ ცუნამის, რომლის მამოძრავებელი ძალაც ზემოთ აღნიშნული ქარიშხალი იქნება.

ცუნამის პარალელურად მოხდება ვულკანების ამოფრქვევა დედამიწის ბრუნვის შეჩერების შემთხვევაში, მასზე იმ წუთში გაქრება სიცოცხლე. ოკეანეები ერთმანეთს შეერწყმება და წარმოიშობა ორი – ჩდილოეთის ოკეანე – ჩრდილოეთ პოლუსთან და სამხრეთის ოკეანე – სამხრეთის პოლუსთან. ყველა ობიექტი, რაც ჩვენს პლანეტაზეა მოწყდება ადგილიდან და 1,3 ათასი კმ/წმ. სიჩქარით გაექანებიან აღმოსავლეთის მიმართულებით. მაქსიმალური სიჩქარე ეკვატორზე იქნება.

ამ კატასტროფების შედეგად დედამიწა გახდება აბსოლუტურად მრგვალი, მის ერთ მხარეს იქნება გაუსაძლისი სიცხე, ხოლო მეორე მხარეს გაუსაძლისი სიცივე, დადგება სამყაროს აღსასრული.

წყარო: brandnews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი