დედას მცირეწლოვანი შვილი რესტორანში დარჩა

0
509

ქუთაისში, დედას შვილი რესტორანში დარჩა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ოჯახი 19 იანვარს რესტორან “ქალაქურში” სუფრაზე იმყოფებოდა. სახლში წასვლის დროს ბავშვი გარეთ გამოჰყვათ, თუმცა დედამ პატარა ვერ შნიშნა და ბავშვი რესტორნის ეზოში დარჩა.

“ნათლისღებას აღნიშნავდნენ რესტორანში. ოჯახიდან თითქმის ყველა იყო წასული-დედა, მამა, ბაბუა, დეიდა. სუფრასთან, რომელსაც ეს ოჯახი უსხდა, ბევრი ბავშვი იყო. როდესაც დაასრულეს ქეიფი და სახლში ბრუნდებოდნენ, გოგონაც, რომელიც 4 წლისაა, გარეთ გამოჰყვათ. სახლში რომ მივიდნენ, დედას მეზობელმა დაურეკა, ბავშვი სად გყავსო. დედამ უპასუხა სახლში არისო, მაგრამ რომ მოიძია, ვერსად იპოვა. ვიდრე დედა ბავშვს სახლში ეძებდა, ამ დროს რესტორნის ეზოში დარჩენილი პატარა რესტორანში შევიდა. ოჯახმა დახმარებისთვის პატრული გამოიძახა. საბოლოოდ ამბავი იმით დასრულდა, რომ რესტორანში მარტო დარჩენილი ბავშვი ოჯახის მეზობლის ახლობელმა იცნო და ოჯახს მისი ადგილსამყოფელი გააგებინა,” – აცხადებს თვითმხილველი.

 

წყარო: topnews.com.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი