სკანდალი – დეკანოზის ადვოკატი სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს

0
346

გაზეთ “კვირის პალიტრასთან” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აქამდე უცნობ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ასაჯაროებს:

უცნობი ადამიანი ურეკავს მამა გიორგის და ეუბნება:
“- წაიკითხე გამზარდიას სტატია?
მ. გ. – არა, არ წამიკითხავს, რას ამბობს?
– პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო.
მ. გ. – გამზარდიამ დაწერა? ვაი, ამათ პატრონს, ეს არის უნამუსო კაცი.
– მართლა, ტო, თბილისში უნდოდათ, იცოდნენ, ფატალური შედეგი იქნებოდა და წაიყვანეს გერმანიაშიო.
მ. გ. – ახლა წავიკითხავ, მეც მითხრეს, რაღაცას წერენო.
– დაგიგდე სიგნალზე…
იმავე საკითხზე ისევ ის ადამიანი ხელმეორედ ურეკავს და ინტერესდება, წაიკითხა თუ არა მამა გიორგიმ სტატია. ის პასუხობს:
მ. გ. – ბიჭო, მე რას ვფიქრობ, იცი, უნდა დაიბაროს პატრიარქის დაცვამ და დაჰკითხოს გამზარდია, გაირკვეს, რის საფუძველზე ამბობს ამას. მე ვფიქრობ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურმა ეს უნდა შეისწავლოს. მერე შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ. არ შეიძლება ასე ყურიდან ყურში ამის გაშვება. თუნდაც ის, რომ მეუფე იაკობზე გამზარდიამ დაწერა ადრე ეგ, რომ მოკვლას უპირებდნენ. მე ვფიქრობ, რომ მაშინაც უნდა დაებარებინა იგი სოსოს (იგულისხმება ოხანაშვილი), ვიღაცა უნდა შეხვედროდა. უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი ხომ მარტო პატრიარქის დაცვა არ არის, ეს არის საპატრიარქოს უსაფრთხოების დაცვა.
– გამზარდია აშკარად რაღაცას მაიმუნობს.
მ. გ. – ვისი ტიკი-ტომარაა, ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებს, თან რა პროვოკაციაა, ვიღაცა რომ გაიგებს პატრიარქის მოწამვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო, გესმის, ეს რა არის? სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა. გადატრიალების ტოლფასია.
– გადატრიალების გეგმა არსებობს ხო?”
მიხეილ რამიშვილი ასევე აცხადებს: “პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ, თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამ ვიცი… ველოდები გამოძიებას, თუ არადა, ამას მსვლელობა მიეცემა. სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო.

წყარო: exclusivenews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი