დიანა ჯოჯუა სპეცკურიერის მზადების ბოლო წუთებზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

0
409

“კურიერის” სპეცგამოშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე საინფორმაციო პროგრამის ერთერთი წამყვანი და სამაუწყებლო კომპანიის სახე დიანა ჯოჯუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სპეცგამოშვების მზადების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. სადაც ზაალ უდუმაშვილი და ნოდარ მელაძე ჩანან. რას ეხება სპეცკურიერი, დიანა ჯოჯუას არ დაუკონკრეტებია. “რუსთავი-2”-მა მაყურებელს ანონსი ტიტრით მიაწოდა: “ქერის უბნის” დასრულებისთანავე ეთერში გავა “კურიერის” სპეციალური გამოშვება”.

აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და იმის გათვალისწინებით, რომ ემიგრანტებს ხშირად არა აქვთ “რუსთავი-2”-ის ლაივის ინტერნეტში ნახვის საშუალება, “ოლმედია” გთავაზობთ მარტივად გამოსაყენებელ ბმულს, რომელზე გადასვლის შემდეგაც, ბუფერიზაციის დასრულებისთანავე, ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, ასევე ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში გამოსახულების ყურება და ხმის მოსმენაა შესაძლებელი.

წყარო: allmedia.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი