დიახ, მე დღეს წამართვეს ფული – არ მაქვს პოლიციის იმედი

0
316

ამბავი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ შემემთხვა. ვიფიქრე მომეყოლა თუ არა , “პანიკა” რომ არ მოგეწერათ ჩემთვის, მაგრამ გასათვალისწინებელია. გამოვდივარ სადარბაზოდან, ცოტა მანძილი რომ გავიარე, მივხვდი რომ მომყვებოდა თითქმის ჩემი ასაკის ბიჭი, მაგრამ ჩავთვალე რომ ის თავის საქმეზე, მე ჩემსაზე. რომ გამითანაბრდა, მომესალმა, ვერ გიცანითქო, ვერ მიცნობო მკაცრი ტონით, ზედმეტი სიტყვის გარეშე გავიარე, ისევ დამეწია, ფული მინდაო მიყურებს ნაგლი თვალებით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გარშემო არავინ იყო დილის 7 საათზე, ამოვიღე ფული და მივეცი, ვერ დაველოდებოდი, როდის დამარტყამდა რამეს და მერწმუნეთ რომ იზამდა. არ იციან ჩემი ოჯახის წევრებმა, მივალ სახლში და მოვუყვები ერთადერთი მიზეზის გამო, რომ არ ინერვიულონ, თუმცა არანაირი თხოვნის მიუხედავად, ამ საქმეს პოლიციაში არ განვაცხადებ, ვიცი თქვენი თაროზე შემოდებული საქმეები, თქვენ მე ვერ მიცავთ, არ მაქვს იმედი. მე მხოლოდ საკუთარი თავის და უახლოესების იმედი მაქვს. დიახ, მე დღეს წამართვეს ფული, წყნარად და მშვიდად.!! მადლობა “უსაფრთხო” ქვეყნისთვის.! მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მჯეროდა უკეთესი საქართველოსი.

ნინი აბრამიშვილი

 

წყარო:  news.coa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი