დონალდ ტრამპის ინაუგურაცია – სენსაციური სიტყვით გამოსვლა (ვიდეო)

1
523

პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული, რაზეც 100 მილიონი დაიხარჯა, თუმცა არეულობები ამერიკის დედაქალაქმა მაინც ვერ აიცილა თავიდან. ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალი კაპიტოლიუმთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მილიონზე მეტი ამერიკელი და უცხოელია შეკრებილი ვაშინგტონის ცენტრალურ ნაწილში და ეროვნულ მოლზე, რათა თვალი ადევნოს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ისტორიულ ინაუგურაციას. კაპიტოლიუმთან იმყოფებიან პრეზიდენტი ობამა და პირველი ლედი.

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დილა თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა იოანეს ეკლესიაში მისვლით დაიწყო, შემდეგ კი ტრადიციულად გაიმართა საუზმე ამერიკის ჯერ ისევ მოქმედ პრეზიდენტთან. ამის შემდეგ კი ცერემონია კაპიტოლიუმთან დაიწყო. დონალდ ტრამპის საზეიმო ინაუგურაციაში მონაწილეობაზე არაერთმა ცნობილმა მომღერალმა განაცხადა უარი, მათ შორის ელტონ ჯონმა. ჰიმნის შემსრულებელი წელს ამერიკის ნიჭიერის მონაწილე ჯეკი ევანკოა.

ვაშინგტონი კიდევ ერთ ისტორიულ ცერემონიას მასპინძლობს. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო.

ცერემონიას ესწრებიან შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტებიც, მათ შორის ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ჯიმი კარტერიც მეუღლეებთან ერთად.

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კაპიტოლიუმია, სადაც ამერიკელებს უკვე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა მიმართა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა ბარაკ და მიშელ ობამებს.

„ჩვენ ხელისუფლებას ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის პოლიტიკური ცენტრიდან თქვენ, ხალხს გიბრუნებთ… ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა,“- მიმართა მოსახლეობას ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ეს არის ფიცი ამერიკელთა ლეგიონის წინაშე დადებული.

„ამერიკა კვლავ და კვლავ გამარჯვებას ეზიარება, გამარჯვებას, რომელიც დღემდე არ უნახავს, დავიბრუნებთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, საზღვრებს აღვადგენთ, სიმდიდრეს დავიბრუნებთ, ჩვენ ნატვრას, ოცნებას დავიბრუნებთ,“- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს შეებრძოლება.

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი