დონალდ ტრამპი – პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ

0
503

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისგან ქვეყნის დასაცავად ახალ ღონისძიებებს  მიმართავს . შესაბამის გადაწყვეტილებას ტრამპმა ხელი პენტაგონში გამართული ცერემონიის შემდეგ მოაწერა. პრეზიდენტს დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიელ დევნილებს შორის, რომლებიც აშშ-სგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ. ასევე , ქვეყანაში შეიზღუდება შესვლა 6 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

პენტაგონში გამართულ ცერემოანიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულ ახალ ღონისძიებებს მიმართავს, რათა რადიკალი ისლამისტები ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ მიეკარონ. ” ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ მხოლოდ იმათ, ვისაც ეყვარება ამერიკა და პატივს სცემს მის ხალხს”-განაცხადა ტრამპმა.

 

წყარო: postalioni.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი