დონალდ ტრამპი ჰომოსექსუალების დაცვაზე

0
356

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან რამოდენიმე საათში თეთრი სახლის ოფიციალური საიტიდან გაქრა არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესახებ სექცია. ინაუგურაციის შემდგომ სექციაში, სადაც განხილული იყო ყველა უფლება არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა დაცვის შესახებ უბრალოდ გაქრა. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „Washington Post“.

გაზეთის ინფორმაციით, ასევე გაქრა საიტიდან იმ ორგანოს კოორდინატები, რომლებიც მუშაობდნენ არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა უფლებებათა დაცვის საკითხზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტისათვის უფლებების ოფიციალურად მინიჭების შემდგომ, „ლგბტ“ საზოგადოებამ ცალსახად უკვე გამოხატა თავისი უკმაყოფილება მომხდართან დაკავშირებით.  სინასაპრეზიდენტო კამპანიაშიც ტრამპმა განაცხადა, რომ იგი გამოვიდოდა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის საიტიდან ასევე წაშალეს შრომის სამინისტროს მოხსენება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მუშაკთა უფლებების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი