დონალდ ტრამპმა სომხური ლობის გავლენას წერტილი დაუსვა

0
357

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამოუცნობი და გაბედული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს და მმართველობის პირველივე დღეებიდან ყველას დაანახა, რომ უმრავლესობის წინააღმდეგაც კი წავა, თუ საქმე ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს ეხება, როგორადაც ისინი მას ესახება.

უნდა ვიფიქროთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ექსპერტებისა და მსოფლიოს პოლიტიკოსების განსჯის ამოუწურავი თემა გახდება.

თუმცა, ამჯერად ამ საკითხის მხოლოდ ვიწრო ასპექტი – დიასპორებთან, კერძოდ სომხურ დიასპორასთან ურთიერთობაა, რომლის მდგომარეობა ამერიკაში ტრამპის მმართველობაში მოსვლის შემდეგ შესამჩნევად შეირყა.

ამერიკაში სომხური დიასპორის ისტორია – ეს ნებისმიერი პარაზიტის ისტორიაა – ის იზრდებოდა და ფესვებს იდგამდა და რაღაც მომენტში ამერიკის საზოგადოების იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რომ ხელისუფლების მიმართ მოთხოვნების წაყენებაც კი დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში მათი ეს მოთხოვნები, ავად თუ კარგად, კმაყოფილდებოდა.

ხშირად სომხურ-ამერიკული ორგანიზაციების ლიდერებს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ კონგრესსა და თეთრ სახლში მოღვაწე დემოკრატებთან.
მაგალითისთვის, უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატს ჰილარი კლინტონს მრავალი წლის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა სომხური თემის ზოგიერთ წარმომადგენელთან.

საქმე მხოლოდ კლინტონს როდი ეხება, იმდენად, რამდენადაც სომხური ლობი ოსტატურად იყენებდა ამერიკის ხელისუფლების განსხვავებულობას – ცნობილია, რომ კენედის ეპოქის შემდეგ მოსული ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში იყვნენ, ყოველთვის ვიღაცის ინტერესებს წარმოადგენდნენ. ეს შეიძლება ყოფილიყო ის საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც აფინანსებდნენ ძვირადღირებულ საპრეზიდენტო კამპანიებს ან ამერიკელი სენატორების წინასაარჩევნო კამპანიებს.

ეს პოლიტიკური ფიგურები, მაქსიმალურად მეტი ფინანსური ინსტრუმენტები რომ მიეღოთ, ფრიად ლოიალურები იყვნენ სპონსორების მიმართ, რომელთა შორისაც იყვნენ აშშ-ის მსხვილი დიასპორები და უკვე თანამდებობებზე ყოფნისას მათ უნდა გაეთვალისწინებინათ თავიანთი სპონსორების ინტერესები.

ეს სქემა არასოდეს ყოფილა საიდუმლო.

პირიქით, სომხური ლობი დაუფარავად წარმოადგენდა პრეტენზიებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

2012 წელს წამყვანმა პროსომხურმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ დემოკრატი ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევას, რადგან მან დაარღვია წინასაარჩევნო დაპირება და არ ცნო ე. წ. “სომხების გენოციდი”.

ტრამპის მოსვლასთან ერთად, წლების განმავლობაში კარგად დამუშავებულ სქემაში, რომელიც ლობირებას უწევდა პროსომხურ ინტერესებს, როდესაც სომხები დიდ თანხებს იხდიდნენ წინასაარჩევნო ფონდებში და შემდეგ პრეფერენციებს ითხოვდნენ, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა.

ამერიკის ახალი პრეზიდენტი ღარიბი არ არის და არც სპონსორები სჭირდება.

ოლიგარქიის წარმომადგენელი, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც თავად დააფინანსა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია, სხვა ინვესტიციებისა თუ შემოწირულობების გარეშე, უცებ შიშისმომგვრელად დამოუკიდებელი აღმოჩნდა.

მას არავისი არაფერი მართებს, სომხურ დიასპორას მასზე არავითარი გავლენა არ აქვს და ის, რომ ეს ტენდენცია მინიმუმ ოთხი წელი მაინც გაგრძელდება, სომხებს ძალიან აშინებს.

სომხური ლობისტური ორგანიზაციები უშედეგოდ ცდილობდნენ ტრამპთან შეხვედრას, რათა მისი პოზიციები დაეზუსტებინათ.

ამის შესახებ უამბო სომხურ გამოცემას “პირველი საინფორმაციო” , აშშ-ში სომხური დიასპორის ერთ-ერთი ბედვითი ორგანოს, გაზეთ “კალიფორნია კურიერის”  გამომცემელმა და რედაქტორმა არუტ სასუნიანმა.

მისი სიტყვებით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, სომხური ორგანიზაციები და სომხური თემის წარმომადგენლები ცდილობდნენ, შეხვედროდნენ ტრამპს, რათა გაეგოთ, რას ფიქრობს იგი “სომხურ საკითხთან” დაკავშირებით და როგორი პოზიცია აქვს, თუმცა, შეხვედრის ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.

და ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო არჩევნების პერიოდში სომხურმა ორგანიზაციებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს და ტრამპის წინააღმდეგ უკომპრომისო და აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ.

ამასთან, იყენებდნენ ყველა საშუალებას – ინტერნეტში უწყვეტი შეტევებიდან დაწყებული, დეზინფორმაციის აქტიური გავრცელებით დამთავრებული.

იმის გავითვალისწინებით, რომ სომეხმა ლობისტებმა ტრამპი ლაფში ამოსვარეს და იგი მაინც გახდა პრეზიდენტი, ასევე ის, რომ სენატში ვერ მოხვდა ტრამპის მოწინააღმდეგე სომხების მხარდამჭერი რესპუბლიკელი სენატორი მარკ კირკი, რომელიც სომხური კოკუსის (კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც სომხურ საკითხებზე მუშაობს) თანათავმჯდომარეა და სენატში ნევადის შტატის წარმომადგენელი, სომეხთა მხარდამჭერი კანდიდატი ჯო ჰეკი, 2016 წელი ამერიკის სომხური ლობისთვის სრული კატასტროფით დასრულდა.

თუმცა, პროამერიკული მიმართულების სენატორები და კონგრესმენები ხელისუფლებაში რომც მოსულიყვნენ, მათ ახალი პრეზიდენტისგან მაინც ელოდათ ძალზე არასასიამოვნო სიურპრიზი.

საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო გაცხადებული, ახალი პრეზიდენტის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო სახელისუფლო სტრუქტურებში ლობიზმთან ბრძოლა.

“ჩვენ შემოვიღებთ აკრძალვას ჩინოვნიკებისთვის, ადმინისტრაციიდან წასვლის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ლობისტობაზე, ხოლო უცხოეთის ხელისუფლების სახელით ლობირება კი მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკრძალებათ”, _ განაცხადა ტრამპმა.

როგორც ტრამპის პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში გამოჩნდა, მან წინასაარჩევნო პერიოდში მიცემული დაპირებების ასრულება მალევე დაიწყო.
ამერიკაში პოლიტიკური ჯგუფებისგან დამოუკიდებლობა ტრამპს დაეხმარება, საღად მიუდგეს სამხრეთ კავკასიის საკითხებს და გაითვალისწინოს ამერიკის და არა სომხური ლობის ინტერესები.
თარგმნა
ბელა გველესიანმა

“საერთო გაზეთი”

წყარო: tb24.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი