დღევანდელი კურსი მოგვენატრება?

0
204

კლიმატური რყევები და ფინანსური სტაბილურობა… რატომ დაბნელდა თბილისში და რატომ სუსტდება დოლარი? რა ემუქრება ლარს? ეროვნული ვალუტის საზაფხულო პროგნოზი…

კარგი ამინდი და ბევრი ფული! სხვისი არ ვიცი და პირადად მე ეს ორივე ერთად სწორედ რომ შესანიშნავ განწყობას მიქმნის. შესაძლოა მკითხველმა მითხრას — კაი კაცო, მოინდომე მთვარეზე სეირნობა… იშვიათად ხდება ასე, დარი და ავდარი ერთმანეთს ენაცვლება. რაც შეეხება ფინანსებს — უმრავლეს შემთხვევაში „მღერიან რომანსებს“… ძალიან ძნელია არ გაიზიარო ნათქვამი. მართალია, ჩვენში უამინდობას იშვიათად უჩივიან, მაგრამ რაც შეეხება ფინანსებს… თავადაც მოგეხსენებათ… ვარდობისთვის კლიმატი, დამეთანხმება მკითხველი, უჩვეულოდ გრილი და ნალექიანი გამოდგა. „რომ არ მერიდებოდეს, გათბობას ჩავრთავდი“, „მარჯანიშვილზე მდინარემ ნოე გამორიყა“ და კიდევ „მთავრობა, სად წავიდა მზიანი საქართველო რომ ჩაგაბარეთ?!“ — ეს რამდენიმე ამონარიდია სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ. პოსტებიდან. იყო ერთი იდუმალი კითხვაც — რატომ დაბნელდა თბილისში? პასუხები და კომენტარები კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია. ვერსია იმდენია, რამდენიც კითხვაზე პასუხის გაცემის მსურველი. ავტორები, სულ ცოტა, იუმორის გრძნობას არ უჩივიან — ასეთია ის განცდა, რომელიც მათი  სტრიქონების კითხვისას გეუფლება… © SPUTNIK / ALEXANDER IMEDASHVILI “ინტერ რაო” ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოსგან კომპენსაციას ითხოვს თეთრი, რუხი და შავი ღრუბლების მიღმა უტყუარი პასუხის ძიებაში სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუმჩნეველი დარჩათ სტაბილურობა სავალუტო ბაზარზე. არადა, ბოლო ერთი თვეა ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო და 2.48 ნიშნულიდან კურსი 2.42-მდე ჩამოვიდა. მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ლარი კიდევ გამყარდეს და ზაფხულში სტაბილურობა შეინარჩუნოს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულში გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყება. ამჟამინდელი გამყარება-გაუფასურება მათ ხელოვნურ პროცესად მიაჩნიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე დოლარის პოზიცია თანდათან სუსტდება. გასული წლის 6 ნოემბრის შემდეგ ამერიკული ვალუტა ევროსთან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ იანვარში 1 ევრო 1.04 დოლარი ღირდა, ახლა უკვე 1.11 მაჩვენებელს გადააბიჯა. © FB / ДЕПАРТАМЕНТ АВТОМОБИЛЬНЫХ ДОРОГ ГРУЗИИ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდი ლარი დაიხარჯება საკმაო სტაბილურობას ინარჩუნებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტები. ამ ფონზე კი ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება. სპეციალისტების ნაწილი ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირებს. ფინანსისტი აკაკი ცომაია: „თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ეროვნული ვალუტა წლის ამ პერიოდში ყოველთვის მყარდება. ეს კი, პირველ რიგში, ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. ამას გარდა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტმა შედარებით მოიმატა. ეს ძირითადი მიზეზია ლარის გამყარებისა. სადამდე შეინარჩუნებს ეროვნული ვალუტა იმ ნიშნულს, რომელზეც დღეს არის, ან წამოვა თუ არა კიდევ უფრო ქვემოთ, ამაზე საუბარი ცოტა რთულია. ზაფხულის თვეები ამ მხრივ იმედის მომცემია, ასე რომ, რამდენიმე თვე სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა იქნება…“ © ФОТО – АЛЕКСАНДР СВАТИКОВ ამბავი „ურმისა და გზისა“… ანუ რეალობას აცდენილი სიბრძნე… ლარის გამყარება და გაუფასურება ხელოვნურ პროცესად მიაჩნია ფინანსისტთა გარკვეულ ნაწილს. მათი მოსაზრებით სტაბილური ვალუტა რომ მივიღოთ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რაც ქვეყანას არ გააჩნია. ფინანსისტი დავით წიქარიძე: „ზოგადად როგორ დგინდება კურსი, ვერ გავიგე. ასე მგონია, ვიღაცების ერთობლივი გადაწყვეტის შედეგად ხდება კურსის გამოანგარიშება. სავალუტო პროცესებზე არაფერი მოქმედებს, არც საერთაშორისო ფაქტორები და არც შიდა ვითარება. სულ სხვა სამზარეულოა. ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. ხელოვნურად მართული პროცესი მგონია ის, რაც ლარს სჭირს. ამ ეტაპზე გამყარებას ხელი შეუწყო ტურისტების ნაკადმაც, კერძოდ, ვიზიტორთა სიმრავლემ ქვეყანაში დოლარის შემოდინება განაპირობა. მიმაჩნია, რომ თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ გვექნება, ვერ მივიღებთ სტაბილურ ვალუტას. მთავარი ამოცანაც ეს არის – სწორი პოლიტიკა, რაც სავალუტო ბაზარზე სიმშვიდის გარანტიაა…“ © SPUTNIK / ALEXANDER IMEDASHVILI ეძიებდეს და ჰპოვებდეს, ანუ დაკარგული წონასწორობა… საბანკო სფეროს სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება დროებითი პროცესია, ხოლო ბოლოდროინდელ პროცესზე გავლენა მოახდინა ინვესტიციების ზრდამ. რაც შეეხება ტურიზმის როლს, ის ყველაზე ნაკლებად საგულისხმოა ლარის გამყარების პროცესში. ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „ლარი მყარდება, მაგრამ ეს არის დროებითი პროცესი. ამას ხელს უწყობს ინვესტიციები და დახმარებები, რაც ქვეყანას დაუმტკიცდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. აქტიურობენ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევრობანკი და ამას ემატება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის გამკაცრება. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, პირადად მე არ მიმაჩნია, რომ მან ლარზე რამე სერიოზული გავლენა მოახდინოს. რასაც ვხედავ, ჩამოსული ტურისტები კარვებით დადიან და ცდილობენ, იაფად იმოგზაურონ. წინა წელსაც იყო ტურიზმის ბუმი, მაგრამ გვახსოვს, უცებ 20 პუნქტით როგორ გაუფასურდა ივლისის ბოლოს (მერე რომ დააბრალეს “ბრექსითს” და „შოკუნიებს“). საერთო ჯამში, გამყარება განაპირობა ინვესტიციების ზრდამ, საგარეო დახმარებამ იმ სამი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. წინ გვაქვს ზაფხული. როგორც ყოველთვის, ჩვენთან სეზონურია გამყარება-გაუფასურება. ამიტომ ჯერ სტაბილურობა იქნება, მაგრამ შემდეგ ამას კურსის გაუფასურება მოჰყვება. მთავარია, ინფლაციის მაჩვენებლებს რამდენად შეინარჩუნებენ…“ © SPUTNIK/ АЛЕКСАНДР ИМЕДАШВИЛИ ერთად ვიაროთ!… ოცნება თუ უახლოესი თერთმეტი დღის პერსპექტივა?!… კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, ეროვნული ბანკის რეფინანსირების პოლიტიკაა. მათი მოსაზრებით, თუ მიმდინარე პოლიტიკა არ შეიცვალა, ლარი გაუფასურებას გააგრძელებს და გამყარებას არ უნდა ველოდოთ. ირაკლი ბერძენაძე: „ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პოლიტიკა თუ ასე გააგრძელა, დღევანდელი კურსი მოგვენატრება. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, ვერავინ განსაზღვრავს კურსს ვერც გრძელვადიან და ვერც მოკლევადიან პერიოდში. რომელ პროგნოზზეა საუბარი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმაზე ვერ ჩამოყალიბებულან, კურსზე პასუხისმგებლები არიან თუ არა. რაც შეეხება ინფლაციას, ის ერთბაშად გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ იჭერენ სხვადასხვა მეთოდით. მიუხედავად ამისა, რაღაც კონკრეტული გზა უნდა აირჩიოს სებ-მა, თორემ წლის ბოლოს ამ ნიშნულსაც ვერ შეინარჩუნებს. რეალურად ინფლაცია არის მზარდი. დღევანდელი მიდგომით დიდხანს ვერ მოხერხდება მისი შენარჩუნება…“ ფინანსისტებისგან განსხვავებით სინოპტიკოსები თამამად აკეთებენ პროგნოზს. ამბობენ, რომ უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გასტანს, შემდეგ კი ჰაერის თბილი მასები ცივ და ნოტიო მასებს ჩაანაცვლებენ, ტემპერატურა მოიმატებს და ნალექიც იკლებს… რას მოიტანს დარი ფინანსურ ბაზარზე და როგორი იქნება ლარისთვის ზაფხული – დრო გვიჩვენებს…

წყარო: sputnik-georgia.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი