დღემდე ვმეგობრობ WizzAir-ის თავმჯდომარესთან და ახლა უკვე სიცილით მიყვება ხოლმე, რომ ქუთაისი კი არა, საქართველო სად იყო იმას ვერ იხსენებდა

0
303
“ქუთაისის აეროპორტი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც ეს ბევრს თავიდან არ ესმოდა”, – განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი რისგამოც საერთაშორისო აეროპორტის აშენება ქუთაისში გადაწყდა, TAV-თან დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვითაც თბილისის აეროპორტიდან 100 კმ. რადიუსში აეროპორტი არ უნდა აშენდეს. კიდევ ერთ მიზეზად ქობალია ადგილზე ძველი ინფრასტრუქტურის არსებობასაც ასახელებს. ვერა ქობალიას განცხადებით, მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენების მთავარი მიზანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ქვეყანაში შემოსვლა იყო, ერთ-ერთ მაგალითად მას WiZZAir მოჰყავს.

“დღემდე ვმეგობრობ WizzAir-ის თავმჯდომარესთან და ახლა უკვე სიცილით მიყვება ხოლმე, რომ ქუთაისი კი არა, საქართველო სად იყო იმას ვერ იხსენებდა. რადგან მინისტრი ვიყავი, უარი ვერ მითხრა. როგორც ის ამბობს, ასეთ მოლაპარაკებებზე ავიაკომპანიის ხელმძღვანელები მიდიან ხოლმე. მან გადაწყვიტა, მხოლოდ იმის გამო შევხვედრილიყავით, რომ უხერხული იყო. იხსენებს ხოლმე, რომ ოთახიდან აღარ გავდიოდით იმდენი ხანი ვარწმუნებდით თუ რატომ იყო მათი მომავალი ქუთაისის მიმართულება. რაც მთავარია, დღეს ისინი ამ ხელშეკრულებით ძალიან კმაყოფილები არიან. წლების წინ აპირებდნენ ჰაბის გაკეთებას, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გაიწელა. დღეს ეს კომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს წარმატებულად აწარმოებს”, – განაცხადა ვერა ქობალიამ.

წყარო: bm.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი