ეკა ხოფერიას ქალიშვილი: “ინგლისელი გოგოები ზიზღით გვიყურებდნენ… ბულინგის მსხვერპლი გავხდი”

27
8829

ეკა ხოფერიას ქალიშვილი ანანო ლევიძე “ფეისბუქზე” ამ წერილს ავრცელებს.

„მაპატიეთ თუ ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა შეგხვდებათ ამ პოსტის კითხვის დროს, უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი აზრი დღევანდელი ინციდენტის შესახებ. უკვე 5 თვეა რაც ინგლისში ვცხოვრობ და ამ დღემდე არ ვყოფილვარ ე.წ „ბულინგის“ მსხვერპლი ჩემი ეროვნების გამო…

ბიზნესის კურსზე ახალი მასწავლებელი დამინიშნეს, რომლის შესახებაც ჩემი მეორე კურსელი მეგობრისგან ვიცი, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, პუტინი უყვარს, „Brexit”-ის მომხრეა და მოკლედ რომ ვთქვა რასისტია, რომელიც განსაკუთრებით ზიზღით გვეპყროპა სხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ძალიან მწყინს, როდესაც თემის განხილვისას მხოლოდ უცხო ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, საქართველოზე კი იმასაც მეკითხება კოკა-კოლა საერთოდ იცით თუ არა რა არისო? (თანაც ძალიან აგდებით). ისიც უკვირს, რომ ჩვენ უკრაინის არსებობის შესახებ გაგვიგია. სამწუხაროა, რომ ესეთ გარემოში მიწევს სწავლა. დამერწმუნეთ ძალიან რთულია, როდესაც მასწავლებელი მეასედ მამეორებინებს ნათქვამს იმის გამო, რომ ჩემი აქცენტი მისთვის თითქოსდა გაუგებარია…

ამ მშვენიერ დღეს უფრო მშვენიერი გაგრძელება მოჰყვა. დღეს მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა „მაკდონალდსში“ ჭამა გადავწყვიტეთ, როდესაც იქ ყოფნისას რაღაც მომენტში 15 კაციანი 13-14 წლის ბავშვების ჯგუფი ჩვენ წინ „დასხდა“. პატარა პერიოდის შემდეგ, ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა, რომელმაც ჩემი გამოხედვისას წარბაწეულმა ჩხუბი დამიწყო რატომ მაშტერდებიო. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ მოზარდების ეს ჯგუფი რასაც ქვია თავზე დაგვაჯდა და ჩვენი ეროვნების გამო შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყეს (რომ გაუგებარი აქცენტი გვაქვს, რას ვგავართ, … ა.შ) მათი ცოდნის მიხედვით საქართველო ინდოეთი ყოფილა სადაც გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამ თემას მოაყოლეს „შეხედე რა აცვიათო“. ბოლოს კი ინგლისურად ლაპარაკიც აგვიკრძალეს “არ იცით და ნუ ლაპარაკობთო”. ყველაზე საწყენი ამ მომენტში უზრდელი ბავშვების ქცევა კი არა, გარშემომყოფი ზრდასრულების, მათ შორის პერსონალის, სრული იგნორი იყო ამ სიტუაციის შემხედვარე. (პერსონალი ჩვენს მისვლამდე საერთოდ არ ერთვებოდა ამ პროცესში).

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე დისკრიმინაციისა და „ბულინგის“ მსხვერპლი გავხდებოდი. მინდა გითხრათ იმ ქართველებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ საქართველო წუმპეშია და ქართველ ხალხზე საშინელი ამ ქვეყანაზე არ დაიარება – ძალიან ცდებით, არსად მინახავს საქართველოზე მოსიყვარულე ერი. მსგავს სიტუაციაში საქართველოში ალბათ არც ერთი უცხოელი და მითუმეტეს ქართველი არ მოხვდებოდა. (ან თუ მოხვდებოდა, ვინმე მაინც გამოესარჩლებოდა).

ძალიან გთხოვთ, დააფასეთ ჩვენი ქვეყანა და წამითაც არ იფიქროთ რომ ვინმე ჩვენზე რამით უკეთესია. უაღრესად განათლებული ერი ვართ და არ ვგავართ სნობ ინგლისელებს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირიდან გამოსულები არიან და თავიანთ შვილებს რასისტებად ზრიდან.

პ.ს. ბოლოს და ბოლოს ქართველი მასწავლებელი იმას არ იკითხავს თუ რომელ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ჰიტლერი.“- წერს ლევიძე.

წყარო: presa.ge

27 კომენტარები

  1. საინტერესოა, ეს ბავშვი ვინმემ ძალით ჩაიყვანა ინგლისში? ხუთი თვის განმავლობაში ასეთი რამ არ შემმთვევიაო, თვითონ წერს. ე.ი. კარგი ხალხი ყოფილა მართლაც. ამოდენა ერში ერთი-ორი უგვანი რომ გამოერიოს, რაა ამაში საკვირველი? უბრალოდ, ცხოვრებისეული გამოცდილება და კულტურა არ ჰყოფნის, ეს რომ გაიგოს. კომენტარები ხომ… “აპა რას ელოდი შვილო, ხალხისაგან, რომლებსაც საკუთარი ერი დედამიწის ყველაზე უგანათლებულესი ჰგონია?” – ამას რომ წერს კაცი, რას უნდა ფიქრობდეს? რაა თქვენი წვლილი მსოფლიო კულტურასა და მეცნიერებაში ინგლისელებთან შედარებით? როგორც ჩანს ამ კომენტარის ავტორს შექსპირის და ნიუტონის, კოლრიჯისა და მაქსველის, გეინსბოროს და რენის სახელები საერთოდ არ გაუგია და რაც თავის ორღობეში ესმის, იმას გვაფრქვევს თავზე! ან “ჯიშიანი ქვეყანა” რაღაა? ნაკომისრალი, ნაქურდალი და ნახიშტარი ხალხის ნაშიერების ხელშია სახელმწიფო და რითი ამაყობთ? თუ ვინმე ჯიშიანი იყო, კი ამოწყვიტეს ამათმა ბოლშევიკმა მამებმა და ახლა ევროპარლამენტში საქართველოს ეკა ბესელია და გუგულიე მაღრაძე წარმოადგენენ. სანამ შინაარსიანი კომენტარების მაგიერ სადღეგრძელოების წერას არ მოეშვებით, სულ იქ იქნებით, სადაც დღესა ხართ.

  2. samwuxaroa aseti ragaceebis mosmena.. guli mtkiva rom aseti adamianebi arseboben..minda msgavsi ambavi mogiyvet, romelic chems tvalwin moxda.. ogond upro sashineli da gamaognebeli iyo es agresia ingliseli qalisgan, radgan is tvit saqartveloshi imyopeboda.. batumidan tbilisshi movdiodi avtobusit, qartveli gogonas da ingliseli qalis ( qalbatonsac ver vuwodeb iseti amazrzeni iyo) chxubs sheveswarit. is qali iseti zizgit laparakobda chvenze rom gaognebisgan gavshterti.. sazizgrebi xarto qartvelebi, binzuri da gaunatlebeli erio, mezizgebito, sheugneblebi xarto, dae yvela daixocoto. tqven gmertis ar gwamto da atasi sashineli sityvebi.. chveni qartveli gogo kbilebit icavda chvens saqartvelos, ise kargad icoda inglisuri rom ar shearchina arcerti sityva.. bolos rom agar gachumda da gaagrzela, gverdita savarzlidan turqi mamakaci ayvirda : ” didxans gismine magram sakmarisiao, ena chaigdeo, mec vcxovrob saqartveloshi da vapaseb aqaur xalxso, tu rame ar mogwons waetrie am qveynidano” dacxes ertmanets.. mere ki mteli avtobusi axmaurda da gamoesarchlnen chvens qartvel gogos.. rom ara is turqi kaci arc aravin amoigebda albat xmas..amit imis tqma minda rom ” ar unda gavchumdet” isev sxva qveynis warmomadgenelma dagvicva chven ki gasusulebi vusmendit am ambavs, bevrjer mindoda chareva magram samwuxarod imdeni salaparako inglisuri ar vicodi rom ramit movreodi im tlikina qals. mere movitxovet rom zirs chaesvat saertod.. magram reaqcia noli.. qalze rom shegexedat: nasvami, gaburzgnuli, sharvali naxevrad chamzvrali, swerva gamometyvelebit da apruwknuli tuchebit.. tavi ki saocreba egona! aseti xalxi unda blataobdes chvens qveyanashi da gvamcirebdes?!! ” chvenive saxlshi” !

  3. welcome in da club 😉 kargia, rom qartvelebis dadebits usvav xazs, is ki nu dgavicydeba, rom saqartveloshic archeven “karg ucxoelebs”, romlebic did pativshi arian saqartveloshi da “sazizgar ucxoelebs”, visac diaxac bulngic sheexebat da arc aravin gamoesarchleba. xoda, rac adre gavigebt, rom evropelebistvis chvenc “sazizgari ucxoelebi” vart, ufro gagviadvildeba siatuaciis realurad shefaseba. kidev meore faqtori: is, rom docenti ase eqceva studentebs, amas aranairi gamartleba ara aqvs, magram rac mac donaldsis shemtxvevas exeba: aqac nu daivicyeb – tavxedebi da asocialebi da ganatlebuli da shegnebulebi yvela qveyanashi arian, mat shoris saqartveloshic. ase, ro daikide da gulze mogeshveba 😉

  4. ზუსტად იგივე ხდება საქართველოშიც.. ნუ ნელ-ნელა კი უმჯობესდება სიტუაცია მაგრამ ხშირად მქონია შემთხვევა როდესაც ფერადკანიან მეგობართან ერთად ქუჩაში, ტრანსპორტში ან სხვა ადგილას მასთან ერთად მეც კრიტიკის მსხვერპლი გავმხდარვარ.. ასეთ ლამაზ გოგოს რა მესაქმებოდა უჯიშო მაიმუნთან.. ან რას ჩამოეთრა ან რა ჯანდაბა უნდა საერთოდ საქართველოში და ა.შ. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ მას ქართული ესმოდა და ცდილობდა ჩემთვის არ ეგრძნობინებინა რომ ყველაფერი იესმოდა 🙁 ძალიან მცხვენოდა რომ ქართველი ვიყავი

  5. ki eg martalia chveni qveyana magram aqac arian msgavsi azrovnebis xalxi shavkanianebs atanair sheurawkofas rom akeneben da chven xmas ar vigebt raton goniat aset adamianebs rom vinmeze uketesni arian swored aseti damcinaci adimiania dasacini

    • შავკანიანს და თეთრკანიანს მოუვათ ჩხუბი – რასიზმია, იეჰავას მოწმეს და ქრისტიანს – უმცირესობის რელიგიური დისკრიმინაცია, ჰომოსექსუალს და ჰეტეროს – ჰომოფობია! ცოტა რომ დაფიქრდეთ – იქნებ და სხვა რამეშია საქმე და ხანდახან მაინც მეორე მხარეა დამნაშავე???

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი