ელისო კილაძე – მე თქვენი არ მეშინია !!!! ბრძოლა იქნება ბოლომდე – ეს ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი ,როცა ე.წ.კახელების კლანზე წერა დავიწყე

0
503

“ელისო კილაძე: დღეიდან იწყება მხილება – ლუსტრაციის დიდი პროცესი, მე თქვენი არ მეშინია !

გუშინ ცოტა გავერთე,ვიხალისე,”გაირკვა” რომ 4 თუ 8 ათასი დოლარი მერგება ვიღაცისგან.დღეიდან ვიწყებ მხილებას:

არანაირი”უკრაინული ვიკილიქსი”ბუნებაში არ არსებობს,არსებობს მხოლოდ სუსის პროექტი და იდეის ავტორი გახლავთ ნუგზარ ფოფხაძე.ის პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ სუსთან(სოსო გოგაშვილი,გია ჩიხლაძე),არამედ რუსულ ფსბ-სთან.

არ ვიცი პირველ შემთხვევაში ფული ვის მოვთხოვო( არავითარი 4000$ ბუნებაში არ არსებობს), მაგრამ ფოფხაძის მხრიდან ჩემი სახელით ფულის კეთების არაერთი ფაქტი არსებობს,მათ შორის ღარიბაშვილის სიმამრს ყოველთვე 20 000 $ ართმევდა.ეს ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი ,როცა ე.წ.კახელების კლანზე წერა დავიწყე.როგორც გაირკვა საუბარი იყო ოთხ თვეზე ,სულ 80 000$-ზე.

როცა თამაზაშვილმა ამის თაობაზე რეზო ამაშუკელს უთხრა და”რაზბორკა”დაიწყო,ფოფხაძემ გიორგი მამაცაშვილის მეშვეობით,დააშანტაჟა ირაკლი ღარიბაშვილი,რომ პრესკონფერენციას მოიწვევდა მის სიმამრზე.

ასე ჩაიფარცხა ეს საქმე.

ამ და სხვა თემებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებდი,რომ არა წუხელ “რეპორტიორის “. და სუსის სააგენტოების მხრიდან ორკესტრირებული შეტევა ჩემს წინააღმდეგ.

გუშინ მოხდა გოგაშვილის აგენტურის სრული ლუსტრაცია-სამი სააგენტოს,ორი ჟურნალისტის (ზაზა დავითაია და ნინო ჯღარკავა),რამდენიმე ტროლის სახით.

ამის შემდეგ სტატუსში მოგიყვებით,როგორ მოხდა ფოფხაძის ძალისხმევით,ჩემი სახელის დაკავშირება ლაურა ღაჭავასთან და გივი თარგამაძესთან.

ნუგზარ ფოფხაძის სახელს უკავშირდება ბოლო წლების ყველა სიბინძურე,მათ შორის პირადი ფირების სკანდალი.

მის მიერ იყო ორგანიზებული ასავალ დასავალსა და “საქართველოს რესპუბლიკაში” ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნებული ყველა მასალა.ასევე,ფოფხაძე-მამაცაშვილის ხელით მოიშორა თამაზაშვილმა გელა ხვედელიძე.

დღეიდან იწყება მხილება–ლუსტრაციის დიდი პროცესი.

მე თქვენი არ მეშინია !!!!

ბრძოლა იქნება ბოლომდე !!!!

 

ელისო კილაძე”

ელისო კილაძე განცხადებას ავრცელებს.

 

წყარო: tzona.org

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი