ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს

0
855

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. ამის თაობაზე ღვინჯილია საკუთარ ფეისბუქზე თავად წერს.„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ“ მ დღეს ველოდი, მოვესწარ“ -წერს ცნობილი ენათმეცნიერი.

“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…”

~ ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.
~ წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე – სხვის ბინაში.
~დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მედებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.
– აი, ასე “წვერდამშვენებული” ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და “უღრმესი მადლობა” მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი “გულისხმიერებისათვის”, “პროკრედიტბანკსა და “ქართუს” ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი “პრინციპულობის” წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და… ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.
– იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული….
~კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.
~ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : “მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია” – აი, მისი პრინციპი.
~ ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.
~ მერე?
~მერე რა იქნება? – ეს ჯერ არ ვიცით!!!
~ “საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?”… წერს ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და სახლის ფოტოსურათებსაც აქვეყნებს.

წყარო: ნიუს ქოა

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი