ერდოღანი – “სასტიკი ფაშისტური” ევროპისთვის შესაბამისი პასუხი იქნება

0
229

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმზე მისი უფლებამოსილების გაზრდა “სასტიკი ფაშისტური” ევროპისთვის შესაბამისი პასუხი იქნება. “ეს ევროპა ისეთია, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე – რასისტული, ფაშისტური, სასტიკი, ანტიისლამური და ანტითურქული ევროპა”- განაცხადა ერდორანმა დღეს ანკარაში გამართულ მიტინგზე.

“თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა ზღვარს გადააცილა როცა გერმანიის მთავრობა ნაცისტებს შეადარა, ამიტომ, ის გერმანიაში არასასურველი სტუმარია ” – ამის შესახებ ჰესენის მიწის პრემიერ-მინისტრმა, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ფოლკერ ბუფემ განაცხადა – ავრცელებს Reuters-ი.
“საკმარისია. თუკი ის აქ ჩამოვა, ჩემი აზრით, არ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში, რადგანაც ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება” – Die Welt-ი პოლიტიკოსის სიტყვებს ციტირებს.

გერმანული მედიის ცნობით, თურქეთის ლიდერი გერმანაიში ვიზიტს მარტის ბოლოს გეგმავს იმისათვის, რომ რეფერენდუმისათვის, რომელიც მისი უფლებამოსილების გაფართოვებას შეეხება, სააგიტაციო შეხვედრები ჩაატაროს.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა გერმანიისა და ნიდერლანდების ლიდერებს რამდენჯერმე “ნაცისტური გადმონაშთი” უწოდა.

წყარო: timer.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი