ერთმანეთის პირისპირ ივანიშვილის რეჟიმი და ქართველი ერი დადგა

0
329

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისმა პარტიამ ბოლომდე იბრძოლა. შალვა ნათელაშვილი იმ ინიციატივებზე საუბრობს, რომელიც მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა.

„უკვე დღეს დადგა ერთმანეთის პირისპირ ივანიშვილის რეჟიმი და ქართველი ერი, საქართველო, რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ ხარ განუვითარებელი. შენ ისეთი მოუმზადებელი და ჩამორჩენილი ხარ, რომ საკუთარ პრეზიდენტსაც ვერ აირჩევ, მე თუ არ დაგეხმარე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შაბათის კურიერში აღნიშნავს, რომ არსებული დოკუმენტი „დიქტატორული წესდებას“ უტოლდება.

მან ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციაში საქართველოს დედაქალაქად სოხუმი გამოაცხადოს.

შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციის შეცვლით პრეზიდენტად ისეთი პირის არჩევა უნდა, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი